დღეს, 19 იანვარს, კალიფორნიაში შერეული ორთაბრძოლების პოპულარული ორგანიზაციის, UFC-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა. UFC 311-ზე მოქმედმა ჩემპიონებმა, მერაბ დვალიშვილმა და ისლამ მახაჩევმა ტიტულების შენარჩუნება შეძლეს. ქართველმა მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა, მახაჩევმა კი რენატო მოიკანოს სძლია.
როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, UFC 311-ის ღონისძიების მონაწილე მებრძოლებს შორის ყველაზე მეტს მერაბ დვალიშვილი მიიღებს, რომელმაც სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. გამჟღავნებული მონაცემებით, ქართველს ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გამართული ბრძოლისთვის $500,000 ერგება. აღსანიშნავია, რომ ეს საბაზისო ანაზღაურებაა და თანხაში არ შედის მოგების ბონუსი ან სხვა დანამატი.
ცნობისთვის, ბრძოლის გამართვისთვის საბაზისო ანაზღაურებისა და მოგების ბონუსის გარდა, UFC-ის მებრძოლებს დამატებით ორგანიზაციის ბონუსი, სპონსორების თანხა და სატელევიზიო შემოსავალი ემატებათ. თუმცა ეს დანამატები ყველა მებრძოლს არ ერგება და თანხასთან დაკავშირებით ოფიციალური მონაცემებიც საჯარო არ არის.
აღსანიშნავია, რომ საბაზისო ანაზღაურების მიხედვით, UFC 311-დან ისლამ მახაჩევზე მეტი, მის მიერ დამარცხებულ რენატო მოიკანოს ერგება, რომელმაც ოქტაგონზე ტრავმირებული სომეხი მებრძოლი, არმან ცარუკიანი შეცვალა. მოიკანო ბრძოლის გამართვისთვის $250,00-ს მიიღებს, მახაჩევი კი – $200,000-ს.
აქვე გეტყვით, რომ მერაბის მიერ დამარცხებული უმარ ნურმაგომედოვის საბაზისო ანაზღაურება UFC 311-ზე $100,000-ს შეადგენს.
UFC 311-ის ექვსი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლი
(მოგების ბონუსისა და სხვა დანამატების გარეშე)