მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები რეპუტაციის მიხედვით - Brand Finance City Index 2024

მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები რეპუტაციის მიხედვით - Brand Finance City Index 2024

გლობალიზაციის გაღრმავებასთან ერთად, ქალაქების ბრენდი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ისევე როგორც ქვეყნების რეპუტაცია. თანამედროვე მსოფლიოში, ქალაქები არა მხოლოდ კულტურული გავლენით ფასდება, არამედ ტალანტის, კაპიტალისა და ტურისტების მოზიდვის უნარის მიხედვით.

საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად იკვლევენ, თუ რომელი ქალაქები ახდენენ ყველაზე დიდი გავლენას გლობალურ დონეზე. ერთ-ერთი ასეთი მაჩვენებელია Brand Finance City Index-ი, რომლის 2024 წლის მონაცემებით, Visual Capitalist-მა მსოფლიოს ათი საუკეთესო ქალაქის რეიტინგი შემოგვთავაზა.

2024 წლის Brand Finance City Index-ის მიხედვით, რომლის კვლევის ფარგლებში 20 ქვეყნის 15 000-ზე მეტი რესპონდენტი გამოიკითხა, ქალაქის რეპუტაციის გლობალურ რეიტინგს 90.9 ქულით დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი ლიდერობს. ლონდონის შემდეგ მოდის ნიუ-იორკი (89.9) და პარიზი (87.8), ხოლო ხუთეულს ტოკიო (86.8) და დუბაი (86.0) ავსებენ.

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეორე წელია, დუბაიმ გლობალურ ტოპ 10-ში პოზიცია შეინარჩუნა. მან საკუთარი მაჩვენებელი წლიურად 2.1 ქულით გაზარდა, რაც ტოპ-40-ში შემავალ ქალაქებს შორის ყველაზე დიდი ზრდაა. ცნობისთვის, სპარსეთის ყურის ქალაქმა ბრენდის ღირებულებას წინა წელთან შედარებით 6.6 მილიარდი დოლარი დაამატა, ძირითადად მისი ბოლოდროინდელი გამოფენის წყალობით.

საუკუნოვანი რეპუტაციის მქონე ქალაქებისგან განსხვავებით, რომლებსაც ის, შეიძლება ითქვას, მემკვიდრეობით ერგოთ, დუბაის ბრენდი გაცილებით სწრაფად შეიქმნა. მან თავისი ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით – მაგალითად, როგორიცაა ბურჯ ხალიფა – ქალაქის რეპუტაცია გაამყარა.

დუბაის ზრდის ქვაკუთხედი ჯაფზაა, ჯებელ ალის პორტის თავისუფალი ზონა. ბოლო 20 წლის განმავლობაში მან 30 მილიარდ დოლარზე მეტის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიზიდა. ჯებელ ალის პორტთან ერთად, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო პორტია, ეს ეკოსისტემა 1 მილიონზე მეტ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს.

ბიზნესისთვის ხელსაყრელი პოლიტიკით, მსოფლიო დონის ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურითა და მრავალფეროვანი ტალანტის ბაზით, ქალაქი არა მხოლოდ რეგიონულ ლიდერად, არამედ მომავლის საერთაშორისო ქალაქად პოზიციონირებს.

მსოფლიოს ტოპ-10 ქალაქი, Brand Finance City Index-ის მიხედვით:
ადგილიქალაქიქვეყანაბრენდის ინდექსის ქულა (2024)
1ლონდონიდიდი ბრიტანეთი90.9
2ნიუ-იორკიაშშ89.9
3პარიზისაფრანგეთი87.8
4ტოკიოიაპონია86.8
5დუბაიარაბთა გაერთიანებული საამიროები86.0
6სინგაპურისინგაპური85.4
7ლოს-ანჯელესიაშშ85.0
8სიდნეიავსტრალია83.7
9სან-ფრანცისკოაშშ82.9
10ამსტერდამინიდერლანდები82.1