ფოტო: Georgian Railways
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რომელიც სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, 2025 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია თითქმის 1.72 მილიონი მგზავრი. ეს წინა წლის მაჩვენებელზე 17.3%-ით ნაკლებია.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, მგზავრთბრუნვის მოცულობამ 393.3 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. ეს მაჩვენებლი 2024 წელს დაფიქსირებულ შედეგს 17.7%-ით ჩამოუვარდება.
ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილ იქნა 1.69 მილიონ მგზავრზე მეტი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.4%-ს უტოლდება. ეს მაჩვენებელი 2024 წლის შესაბამის მონაცემს 17.5%-ით ჩამორჩება.
რაც შეეხება საერთაშორისო მიმოსვლას, აღნიშნულ რეჟიმში გადაყვანილია 27.7 ათასი მგზავრი, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 2.4%-ით ნაკლებია. მგზავრების 67.9% სომხეთიდან შემოვიდა, ხოლო სომხეთის მიმართულებით 32.1% გავიდა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2025 წელს სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.










