ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ „არქელი“ პატარებისთვის

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ „არქელი“ პატარებისთვის

„არქიმ“ პატარა „არქელებისთვის“ ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.

ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანია ბავშვებისთვის ტრადიციულად ყოველ წელს განსაკუთრებულ დღეს აწყობს და გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა.

ამჯერად „არქიმ“ ბავშვები გრანდ ავენიუს ტერიტორიაზე მოიწვია, სადაც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პატარებს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა დახვდათ: ანიმატორები, ზღაპრის გმირები, ბატუტი, სახეზე მოხატვა, სახალისო თამაშები, ბუშტების მასტერკლასი და გემრიელი სასუსნავები.

ღონისძიებას უამრავი პატარა „არქელი“ ესტუმრა მშობლებთან ერთად. ორი საათის განმავლობაში ბავშვებმა დრო სახალისოდ, აქტიურად და შემეცნებითად გაატარეს.

დეველოპერულ კომპანია „არქის“ უკვე 55 დასრულებული პროექტი აქვს და 70 000-მდე არქელს აერთიანებს. კომპანია მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, მათ შორის მშენებარე ბინებს თბილისში. ამავდროულად, „არქი“ მუდმივად ზრუნავს მაცხოვრებლებზე და მათთვის წლის განმავლობაში რეგულარულად აწყობს საინტერესო ღონისძიებებს.

S