საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია.
წელს ღონისძიება 30 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით, კვლავ ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ: გაეცნონ ახალ გამოცემებს; დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს; შეხვდნენ ავტორებს და რაც მთავარია, შეიძინონ სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.
ამასთან, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით, მათ შორის:
- სტუდენტური ბარათითა და sCool Card-ით გადახდისას იმოქმედებს 20%- იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი);
- PLUS ბარათით გადახდისას კი დაგერიცხებათ ათჯერ მეტი PLUS ქულა .
გახსოვდეთ, Student Card-ის და PLUS Card-ის შეთავაზება უნდა გაიაქტიუროთ მობილბანკში. sCool Card-ის შეთავაზება კი sCoolApp-ში
შეთავაზებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ღონისძიების ორგანიზატორია ექსპოჯორჯია
საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერია
S








