ხვალ, 26 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი – Georgia Energy Exhibition & Forum (GEEF2026) გაიხსნება. ორდღიანი ღონისძიება 26–27 ნოემბერს ენერგეტიკის სექტორის ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ინვესტორებს, დეველოპერებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს გააერთიანებს.
წლევანდელ გამოფენაში მონაწილეობენ როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კომპანიები ჩინეთიდან, თურქეთიდან, შვეიცარიიდან, უზბეკეთიდან და სომხეთიდან. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში გაეცნონ მზის ენერგიის სისტემებს, ფოტოელექტრულ მოდულებს, ინვერტორებს, ენერგიის შენახვის ტექნოლოგიებს, ელექტროსადგურების პროექტირების, მშენებლობისა და მართვის სერვისებს.
გამოფენა განსაკუთრებით საინტერესოა ბიზნესებისთვის, რომელთათვისაც ელექტროენერგიის ხარჯები მნიშვნელოვანი საოპერაციო დანახარჯია. თანამედროვე ტექნოლოგიები კომპანიებს საშუალებას აძლევს, თავად აწარმოონ ელექტროენერგია, შეამცირონ ქსელზე დამოკიდებულება, ოპტიმიზაცია გაუკეთონ ენერგომოხმარებას და გრძელვადიან პერსპექტივაში გაზარდონ ბიზნესის ეფექტიანობა.
სწორედ ამიტომ, GEEF2026 მხოლოდ ენერგეტიკის პროფესიონალებისთვის განკუთვნილი ღონისძიება არ არის – მისი მონახულება შეუძლიათ წარმოების, სოფლის მეურნეობის, სასტუმროების, კომერციული უძრავი ქონებისა და სხვა სექტორების წარმომადგენლებსაც, რომლებიც ენერგიის დაზოგვისა და ეფექტიანი მართვის გზებს ეძებენ.
ფორუმი – დისკუსია, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
გამოფენის პარალელურად, ორი დღის განმავლობაში გაიმართება ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები განიხილავენ ენერგეტიკის სექტორის აქტუალურ საკითხებს, ტექნოლოგიურ განვითარებასა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია B2B შეხვედრები. დაინტერესებულ ბიზნესებსა და ვიზიტორებს შეუძლიათ წინასწარ დაგეგმონ შეხვედრები მონაწილე კომპანიებთან და უშუალოდ მათ წარმომადგენლებს გაესაუბრონ საკუთარი ბიზნესის საჭიროებებზე, ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და შესაძლო თანამშრომლობაზე.
GEEF2026-ის წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მხარდამჭერი და პარტნიორი კომპანიები ყავს, რომლებიც ხელს უწყობენ რომ ღონისძება კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი გახდეს სექტორისთვის.

RC OMZA & ÖZER Energy Solutions-ის დამფუძნებლის, ვაჟა ფანჩულიძის განცხადებით, კომპანია გამოფენაზე საკუთარ საინჟინრო გამოცდილებასა და მზის ელექტროსადგურების პროექტირების, მშენებლობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის შესაძლებლობებს წარადგენს. მისი თქმით, კომპანიის მიერ ბოლო 14 თვის განმავლობაში დასრულებული და მიმდინარე მზის ელექტროსადგურების პროექტების ჯამური სიმძლავრე 133 მეგავატს აღწევს, ხოლო GEEF2026 მნიშვნელოვანი პლატფორმაა საერთაშორისო ინვესტორებთან და ტექნოლოგიურ პარტნიორებთან ახალი თანამშრომლობის დასამყარებლად.
Photomate Caucasus-ის რეგიონული დირექტორი დავით ტყეშელაშვილი აღნიშნავს, რომ გამოფენის სტუმრებს კომპანია გააცნობს მზის პანელებს, ინვერტორებს, ენერგიის შემნახველ სისტემებსა და მონიტორინგის ტექნოლოგიებს. მისი თქმით, Photomate ბიზნესს სთავაზობს კომპლექსურ მომსახურებას – პროექტირებიდან და აღჭურვილობის მიწოდებიდან დაწყებული, მშენებლობითა და შემდგომი ტექნიკური მომსახურებით დასრულებული, რაც კომპანიებს ენერგიის საკუთარი წარმოებისა და დანახარჯების შემცირების შესაძლებლობას აძლევს.
ASTORIOS-ის გენერალური დირექტორი ლელა კურტანიძე გვიყვება, რომ GEEF2026-ზე კომპანია წარადგენს განახლებადი ენერგეტიკის სრულ ტექნოლოგიურ და საინჟინრო მომსახურებას, მათ შორის მაღალი ეფექტიანობის მზის პანელებს, ენერგიის შენახვის სისტემებსა და მზის ელექტროსადგურების პროექტირების, მშენებლობისა და ტექნიკური მომსახურების სერვისებს. კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია რუსთავის აზოტის ტერიტორიაზე განხორციელებული დაახლოებით 24-მეგავატიანი მზის ელექტროსადგური, რაც მისი საინჟინრო შესაძლებლობების პრაქტიკული მაგალითია.
JinkoSolar-ის წარმომადგენლები ვიზიტორებს უახლესი თაობის Tiger Neo 3.0 მზის მოდულებსა და ენერგიის შენახვის ტექნოლოგიებს გააცნობენ. კომპანიის ტექნიკური სპეციალისტები და რეგიონული წარმომადგენლები ადგილზე უპასუხებენ დაინტერესებულთა შეკითხვებს და განიხილავენ მზის ენერგიის პროექტებისთვის ინდივიდუალურად მორგებულ გადაწყვეტილებებს.
Step Energy-ის თანადამფუძნებელი, მარკ სანდლერის თქმით, კომპანია მუშაობს მზის და ჰიდროელექტროსადგურების, ენერგიის დაგროვების სისტემებისა და ელექტრომობილების დამტენების მიმართულებით. გამოფენაზე მოსვლას განსაკუთრებით ურჩევენ იმ ბიზნესებს, რომლებსაც ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი დანახარჯები აქვთ და სურთ შეისწავლონ მათი შემცირების შესაძლებლობები.
ღონისძიებაზე დასასწრებად სასურველია გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.
S








