12 ოქტომბრიდან თიბისიმ მომხმარებლებისთვის მასშტაბური წამახალისებელი კამპანია დაიწყო: მათ, ვინც საზღვარგარეთიდან გზავნილებს თიბისის მობაილ ან ინტერნეტბანკით იღებს, ყოველკვირეული, ყოველთვიური და, რაც მთავარია, სუპერპრიზების მოგების შესაძლებლობა აქვთ.
კამპანიის პირველი ეტაპი უკვე შედგა და ფულადი პრიზების პირველი მფლობელებიც გამოვლინდნენ. მათ შორის გიორგი სადღობელაშვილი და აბილფაზ თანირვერდიევი არიან, რომლებიც საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ.
როგორც გიორგი გვეუბნება, ის თიბისის ციფრულ სერვისებს აქტიურად იყენებს, თუმცა გათამაშებაში გამარჯვების შესახებ შეტყობინება მისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა:
“ეს გამარჯვება ჩემთვის სრულიად მოულოდნელი სიხარული იყო. ცხოვრებაში არასდროს არაფერი მომიგია, ამიტომ ორმაგად ემოციური აღმოჩნდა. დიდი მადლობა თიბისის, რომ მომხმარებლებს ასეთ შესაძლებლობებს აძლევს.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იღბალი ზოგჯერ მაშინ გიღიმის, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები. წარმატებებს ვუსურვებ ყველას – საკუთარი იღბლიანი დღე ყველას აქვს”.
როგორც გიორგი ამბობს, სასიამოვნო სიურპრიზი მისთვის ჩვეულმა, რუტინულმა ქმედებამ მოიტანა. მისი თქმით, თიბისის ციფრულ პროდუქტებს აქტიურად იყენებს და განსაკუთრებით აპლიკაციის გამართულ მუშაობასა და კომფორტს აფასებს.
“თიბისის ციფრული პროდუქტები მაქსიმალურად გამართული, სწრაფი, შეუზღუდავი და კომფორტულია – ყველაფერია იმისთვის, რომ საქმე მარტივად მოაგვარო.
ყველას ვურჩევ, გზავნილები თიბისიში გაანაღდონ. შეიძლება, ბევრს არ სჯეროდეს მსგავსი გათამაშებების (ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო), თუმცა რეალურად არსებობს ძალიან დიდი შანსი, რომ შემდეგი გამარჯვებული სწორედ თქვენ აღმოჩნდეთ”.
გზავნილების თიბისიში განაღდება ჩვეული ფინანსური რუტინა იყო აბილფაზისთვისაც, თუმცა ამჯერად სტანდარტულ ოპერაციას სასიამოვნო სიურპრიზი მოჰყვა:
“მომივიდა შეტყობინება ტექსტით: “გილოცავთ!” – ჩემთვის ეს სრულიად მოულოდნელი იყო. თავიდან ძალიან გამიკვირდა, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, უზომოდ გამიხარდა”.
აბილფაზი აღნიშნავს, რომ თიბისის ციფრული სერვისებით უკვე დიდი ხანია სარგებლობს, რადგან პროცესი მისთვის სწრაფი და დაცულია:
“თიბისის სერვისებს რეგულარულად ვიყენებ – როდესაც მჭირდება, გზავნილებს მარტივად და სწრაფად ვანაღდებ. ჩემთვის ეს სისტემა ძალიან კომფორტული, დაცული და სანდოა.
ყველას ვურჩევ, თიბისის სერვისებით ისარგებლონ. გზავნილების მიღება და განაღდება აქ უმარტივესია – ზედმეტი დაბრკოლებების გარეშე, მშვიდად და კომფორტულად აგვარებ ნებისმიერ საქმეს. თანაც, შესაძლოა იღბალმა თქვენც გაგიღიმოთ და მორიგი გამარჯვებული გახდეთ”.
რატომ არის თიბისიში გზავნილის განაღდება მომგებიანი?
თიბისის მიზანია, მომხმარებელს გზავნილების მიღებისას მაქსიმალური კომფორტი და დამატებითი ფინანსური სარგებელი შეუქმნას. ამისთვის ციფრულ არხებში რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობასაც შეხვდებით:
- კონვერტაციის განსაკუთრებული კურსი: მობაილბანკში თანხის გადაცვლა განსაკუთრებული პირობებით არის შესაძლებელი.
- ნაწილობრივი კონვერტაცია: პირველად საქართველოში, შეგიძლიათ მხოლოდ ის თანხა დააკონვერტიროთ, რაც კონკრეტულ მომენტში გჭირდებათ, ხოლო დარჩენილი ნაწილი უსაფრთხოდ შეინახოთ მიღებულ უცხოურ ვალუტაში.
- ხელმისაწვდომობა 24/7: ფილიალში მისვლის გარეშე, ნებისმიერ დროს, სახლიდან გაუსვლელად.
როგორ გახდეთ შემდეგი გამარჯვებული?
თიბისისი გზავნილების კამპანია 27 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება. მასში მონაწილეობა ავტომატურია და არ საჭიროებს დამატებით რეგისტრაციას. მთავარია:
- მიიღოთ გზავნილი საზღვარგარეთიდან ნებისმიერი სისტემით (სულ მცირე 300 ლარი, აშშ დოლარი ან ევრო).
- გაანაღდოთ თანხა თიბისის მობაილბანკში ან ინტერნეტბანკში.
საპრიზო კატეგორიები:
კამპანიის ფარგლებში გამარჯვებულები სამ კატეგორიაში ვლინდებიან: კვირის გამარჯვებული 1 000 ლარს მიიღებს, თვის გამარჯვებული – 5 000 ლარს, ხოლო კამპანიის ბოლოს 10 000-ლარიანი სუპერპრიზის მფლობელი გამოვლინდება, რისთვისაც აუცილებელია, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში ყოველთვიურად სულ მცირე ერთი, 300-ერთეულიანი გზავნილი მაინც გქონდეთ განაღდებული.
გაანაღდეთ გზავნილები მარტივად თიბისის მობაილ ან ინტერნეტბანკით და გამოიყენეთ შანსი, კამპანიის მორიგი გამარჯვებული გახდეთ.
S








