საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, Roots Coffee-მ ვაშლოვანის ქუჩაზე ახალი ფილიალი გახსნა. კაფემ, რომელიც ქართულ ბაზარზე ორი წლის წინ გამოჩნდა, ახალ სივრცეში პირველ მომხმარებლებს სულ რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა.
ახალი ფილიალის გახსნა ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. ამჯერად Roots Coffee-მ ვაშლოვანის ქუჩაზე საკუთარი სივრცე საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა. ახალი შესაძლებლობა კომპანიას საშუალებას აძლევს, გრძელვადიანი გეგმები უფრო თამამად დასახოს და საქმიანობა გააფართოოს.
„სულ რაღაც ორი წელია, რაც ბაზარზე ვართ. არ ვჩერდებით და განვითარებას საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ვაგრძელებთ. ვაშლოვანის ქუჩაზე საკუთარი სივრცის შეძენა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია და გვაძლევს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო თამამად დავგეგმოთ მომავალი. ჩვენი მიზანია, გავიზარდოთ როგორც ბიზნესი, თუმცა არასოდეს დავკარგოთ მთავარი იდეა – შევქმნათ მეტი, ვიდრე უბრალოდ ადგილი ყავის დასალევად“, — ამბობს ხატია ხატიაშვილი, Roots Coffee-ის დამფუძნებელი.
მისივე თქმით, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომუნიკაციის სისწრაფემ, მარტივმა დოკუმენტაციამ, ბანკირის პროფესიონალიზმმა და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულმა ფინანსურმა პირობებმა.
„ბანკმა ზუსტად შეაფასა ჩვენი საჭიროებები და პოტენციალი და ისეთი პირობები შემოგვთავაზა, რომლებიც ჩვენი საქმის გაფართოებას ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდებოდა“, — აღნიშნავს ხატია ხატიაშვილი.
როცა საქმეს გაფართოება სჭირდება, საქართველოს ბანკი ბიზნესებს საჭირო ფინანსურ რესურსებსა და შესაბამის სერვისებს სთავაზობს. იქნება ეს საქმიანობის დაწყება თუ ყოველდღიური ოპერაციების მართვა, ბანკის მიზანია, ბიზნესებს ზრდისთვის საჭირო რესურსების გამოყენებაში დაეხმაროს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკი ბიზნესის გვერდს.
S








