საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 31 357 ექიმი მუშაობდა, რაც 11 950-ით (62%-ით) მეტია 2012 წლის ექიმების რაოდენობაზე. 2002-2012 წლებში ექიმების რაოდენობა მნიშვნელოვანი ცვლილებებით არ ხასიათდებოდა და წელიწადში საშუალოდ 20 600 ექიმი იყო დასაქმებული. 2013-2018 წლებში კი ექიმების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 2 000-ით იზრდებოდა. 2018 წელს დასაქმებული 31 357 ექიმიდან 2 579 სტომატოლოფი იყო, რომელთა რაოდენობა ბოლო 6 წელიწადში 869-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად ქირურგების რაოდენობაა გაზრდილი – 1 133 ქირურგით.
რაც შეეხება საავადმყოფოების და სამედიცინო ცენტრების რაოდენობას, 2012 წლის შემდეგ 50 ერთეულით არის გაზრდილი. 2018 წელს საქართველოში 271 საავადმყოფო ან სამედიცინო ცენტრი იყო. ამასთან ერთად, ფუნქციონირებდა 2 283 ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულება.
ამავე პერიოდში 4 ათასით გაიზარდა ექთნების რაოდენობა, რაც 3-ჯერ ჩამოუვარდება ექიმების რაოდენობის ზრდას.
ცხრილი: ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მაჩვენებლები
| 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | 2018 |
საავადმყოფო საწოლების რაოდენობა, ათასი | 11.3 | 11.6 | 11.7 | 12.8 | 13.8 | 15.1 | 16 |
ექიმების რიცხოვნობა, ათასი | 19.4 | 22.4 | 24.3 | 22.9 | 26.6 | 27.4 | 31.4 |
ექთნების რიცხოვნობა, ათასი | 14.1 | 15.5 | 15.6 | 16.4 | 17.6 | 18 | 18.1 |
ექიმთან მიმართვების რიცხვი, ათასი | 9 495 | 10 975 | 11 881 | 13 244 | 13 079 | 11 493 | 12 261 |
წყარო: საქსტატი