კომერციული ბანკების მოგება იანვარ-ივნისში

კომერციული ბანკების მოგება იანვარ-ივნისში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი ნახევრის (იანვარ-ივნისის) ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი წმინდა მოგება  – 153 მლნ ლარი „თიბისი ბანკს“ ჰქონდა, თუმცა 2018 წლის პირველი ნახევრის მოგებასთან შედარებით მისი მოგება 16%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკია“ 148 მლნ ლარით, რაც 30%-ით მეტია წინა წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მესამეზე „ტერაბანკია“ 13 მლნ ლარის მოგებით.

წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა „ბანკი ქართუა“, რომლის მოგებაც 4-ჯერ გაიზარდა და 12 მლნ ლარი შეადგინა.

წლის პირველი ნახევარი ზარალით სამმა ბანკმა დაასრულა: „სილქ როუდ ბანკმა“ -0.4 მლნ ლარით,  „ფინკა ბანკმა“ -0.7 მლნ ლარით და „პაშა ბანკმა“ -3.5 მლნ დოლარით.

პირველ ნახევარში ყველა ბანკმა ერთად 361 მლნ ლარის წმინდა მოგება ნახა. 2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით ბანკების ჯამური მოგება 12%-ით არის შემცირებული.

გრაფიკი: ბანკების წმინდა მოგება 2019 წლის იანვარ-ივნისში, მილიონ ლარებში

slide37

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.