კაცი-ტკბილეული

კაცი-ტკბილეული

თითქმის 40 წლის თავზე მას მერე, რაც მილტონ ს. ჰერშის შოკოლადის დამზადება დაეწყო, მისი ტკბილეულის კომპანია $41-მილიონიან (გაყიდვებით) გიგანტად იყო ქცეული, რაც დღევანდელ დოლარებში დაახლოებით $780 მილიონს უდრის.

გაგანია დიდი დეპრესიის დროს კომპანიის მოგება ლამის $8 მილიონს ($150 მილიონს) შეადგენდა და “იოლად შევძლებდით, წელს კიდევ ერთი მილიონი გვეშოვა შემოსავლების სახით, მაგრამ სხვა რამე ვარჩიეთ”, – ამბობდა ჰერში.

ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზოგადად, გაცილებით ნაკლებ რამეს ყიდულობდა. 1932-ის ბოლოსთვის, ბოლო სამი წლის მონაცემებით, აშშ- ის სამომხმარებლო ხარჯვა თითქმის 40%-ით შენელებულიყო. არც HERSHEY აღმოჩნდა იმუნური ამ შენელების წინაშე, თუმცა გასამრჯელოები არ შეუკვეცია. არც არავინ გაუშვია სამსახურიდან. და იმას, რაც ალბათ “საკმაოდ ძვირად ღირებულ ქველმოქმედებას” ჰგავდა, საკმაოდ რეალური ბიზნესმიზეზები უმაგრებდა ზურგს. “დაგიფასდება, თუ შექმნი ლოიალურ ორგანიზაციას და მას იმგვარი დაინტერესებული ადამიანებით დააკომპლექტებ, რომლებიც არ დაგტოვებენ, რაწამს ვინმე ათი ცენტით მეტს შესთავაზებს”, – ამბობდა HERSHEY-ის აღმასრულებელი.

თავად ჰერში, დამფუძნებელი, 1945 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი კომპანია, რომლის წლიური შემოსავალი დღეს $7.5 მილიარდს შეადგენს, და მისი კორპორაციული კეთილმოსურნეობის მემკვიდრეობა აგრძელებს სიცოცხლეს. ჰერშიში (პენსილვანია) MILTON HERSHEY SCHOOL-ს ნახავთ (კერძო და უფასო სკოლას 2,000 დაბალშემოსავლიანი ბავშვისთვის), კომპანიის პოლიტიკა კი იმგვარია, რომ თანამშრომელთა შენატანებს, არსებული თანხების გათვალისწინებით, ისეთ საქველმოქმედო ორგანიზაციებს უხამებს, როგორიც, მაგალითად, UNITED WAY გახლავთ. გასულ წელს HERSHEY 50-ე ადგილს იკავებდა ჩვენს სამართლიანთა 100-ეულში, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კორპორაციულ მოქალაქეებს აერთიანებს.