"Licensee of Federal Express Corporation and TNT-ის მმართველი დირექტორი".

ქალები “კაცური” პროფესიებით

ქალები “კაცური” პროფესიებით

დილა აქტიურად დაიწყო. შეხვედრაზე გავრბივარ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტში შეხედრაზე. რამდენიმე თვეა სადაო საკითზე კონსულტაციებს გავდივარ – ვიბრძვი. შეხვედრის დასრულებისთანავე მეორე შეხვედრისთვის დავიწყე მობილიზება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კონსულტაციები. ასე ქვია – კონსულტაციები, თორემ აქაც ვიბრძვი და აგერ უკვე 5 წელია. ამ ბრძოლაზე საკონსტიტუციო სასამართლო გამახსენდა, რომელსაც კანონში დისკრიმინაციული ჩანაწერის გაუქმებას ვთხოვთ აგერ უკვე 4 წელია და უშედეგოდ, ჯერჯერობით. მოკლედ ამ “ბიზნესის ყვავის” ეპოქაში სამი მხრიდან საარტილერიო ცეცხლი აქვს გახსნილი მთავრობას და ბოლო არ უჩანს კონსულტაციებს და დავებს. აშკარად ცოტა დრო მრჩება თავად ორგანიზაციაში საქმიანობისთვის და მაგრამ არაუშავს ისეთი გუნდი მყავს არაფერი შეეტყობათ. პროფესიონალი, საქმიანი და საოცრად პოზიტიური ადამიანები. აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა აღვნიშნო. ჩვენთან ყველა წამყვან პოზოციაზე ქალი მუშაობს. ოპერაციების მენეჯერი, მომსახურების მენეჯერი, ფინანსური თუ გაყიდვების მენეჯერი და თავად დიექტორი.

გადაზიდვები, საერთაშორისო, ადგილობდრივი, სახმელეთო, საჰაერო… მოკლედ ვერ ვერ იტყვი, რომ ისეთი სფეროა, რაც კაცებს ნაკლებად აინტერესებს. არც მიზანმიმართულად წავსულვართ ამ შედეგისკენ. 300 თანამშრომლისგან შემდგარი კომპანია, რომელიც მთელი მსოფლიოში სწრაფად და მოხერხებულად ამანათებს დაატარებს, 25 წელი არსებობს ქართულ ბაზარზე და ვითარდება წლიდნ წლამდე, თავიდან ბოლომდე ქალების მიერ არის მართული და ამით ძალიანაც ვამაყობთ. ანუ, კომპანიაში ყველა წამყვან პოზიციაზე ქალი მუშაობს.

როგორ აღიქმება დღეს ქალი ბიზნესში, როგორი იყო ის გზა, რაც 25 წლის წინ დავიწყეთ?!

ამ მიმართულებით საზოგადოება ნამდვილად გაიზარდა. მახსოვს, ძალიან ადრე, ერთმა მომხმარებელმა დირექტორთან შეხვედრა ისურვა და რომ დამინახა, იკითხა, კაცი არავინ გყავთ ოფისშიო? პრობლემა ქონდა რთულად მოსაგვარებელი და ვერც დაუშვა რომ მე შევძლებდი… მახსოვს როგორ მივედი პირველად საბაჟო დეპარტამენტში გადამზიდავებისთვის მოწყობილ შეხვედრაზე, რამის მუზეუმის ექსპონატივით მიყურებდნენ და ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ასეთი “კაცური” საქმის “აზრზე ვიყავი” და მეტიც, პრეტენზიებიც მქონდა. ასეთი შემთხვევა არაერთი ყოფილა, თავიდან მწყინდა თითქოს, მერე გამოწვევად ვიღებდი. ბოლოს, უბრალოდ მივეჩვიე…

ეს დამოკიდებულება ქალი მენეჯერის მიმართ დღევანდელ დღეს ნამდვილად ნაკლებად შეიმჩნევა, თუმცა ხუმრობანარევ ფრაზებს მაინც გადააწყდები ხანდახან ადამიანი. სტერეოტიპების მსხვრევა დაწყებულია, თუმცა ადამიანების მენტალობაში ისევ არსებობს “ქალური” და “კაცური” პროფესიები. არსებობს “ქალური” და “კაცური” პასუხები კითხვებზე. ვფიქრობ ახლა არ ღირს ამ კუთხით თვითამკვიდრებისთვის ბრძოლა. გაკეთებული საქმე ყველაზე მეტად გამკვიდრებს და ამბობს სათქმელს.

სხვისი არ ვიცი, მაგრამ, ჩემმა შერჩეულმა ქალების გუნდმა გაამართლა და ჩემი გამოცდილებით უალტერნატივოა, რადგან ქართულ ბაზარზე 25 წლიანი წარმატებული ისტორია სწორედ მათ შექმნეს. მეტად მობილიზზებული, ორგანიზებული და ყველა იმ თვისებით აღჭურვილი, რაც მენეჯერ ლიდერს სჭირდება.

ქართველ ქალთა ლიდერობაზე როცა ვლაპარაკობთ ისტორიულ წიაღსვლებში თამარ მეფისკენ გავრბივართ ხოლმე, რაც სულაც არ მგონია ადეკვატური. თამარი იძულებით ლიდერი იყო (ლეგიტიმური ავტორიტეტი) და არავინ იცის ჩვეულებრივ პირობებში ვინ იქნებოდა.

როცა ლიდერობაზე და სწორ მენეჯმენტზე ვლაპარაკობ, უფრო ქართველი დიასახლისები წარმომიდგება თვალწინ. დიახ, დიასახლისები (განსაკუთრებით 30 – 40 წლის წინათ), რომლებიც სამზარეულოზე იყვნენ მიჯაჭვულები და დღეების განმავლობაში სახლიდან არ გამოდიოდნენ, მაგრამ ვფიქრობ სწორედ ისინი იყვნენ ნამდვილი ლიდერები და მენეჯერები. საქმე იმაშია, რომ თანამედროვე ლიდერი არ გულისხმობს მეფეს, ან მთავრობის ხელმძღვანელს. “ლიდერი” – თანამედროვე მენეჯმენტში იგულისხმება ადამიანი, რომელიც უძღვება პროცესებს და არის მისი მამოძრავებელი ძალა და ბირთვი. თუ რონალდ ჰეფიცის ლიდერის განმარტებას დავუკვირდებით, ლიდერი არ არის მხოლოდ ლეგიტიმური ავტორიტეტი, გავლენის მქონე ადამიანი. ლიდერი ქმედითია, ის, ვისი ქმედებაც შედეგს იძლევა, შესაბამისად შემდეგ იხვეჭს ავტორიტეტს და გავლენას გარშემომყოფებზე.

დღეს, თანამედროვე ორგანიზაციაში ლიდერი ნიშნავს არა ადამიანს, რომელიც სავარძელში ზის და ყავას უდუღებენ, არამედ მენეჯერს, რომელიც არის კონკრეტული პროცესის წარმმართველი და მისი აქტიური ნაწილი. რომელიც არის გუნდის სრულფასოვანი წევრი და მის კიზერზე გადადის ყველა დაბრკოლება. სწრედ ასეთები არიან საქართველოში დიასახლისები. სახლში საუკეთესოდ დამენეჯმენტებული პროცესებით და დაბრკოლების გადალახვებით. აქედან გამომდინარე ლიდერობის და მართვის სწორედაც რომ კარგი გამოცდილება გვაქვს ქალებს საქართველოში.

საერთაშორისო გადაზიდვების სფერო საკმაოდ რთულია. გარდა იმისა, რომ ადგილობრივად ბევრი დაბრკოლების გადალახვა გიწევს, ბევრი საკანონმდებლო ცვლილებების შეთვისება ან მათ წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე გიწევს საერთაშრისო გარემოს, კერძოდ, სხვა ქვეყნების საბაჟო კანონმდებლობის და განსხვავებული რეგულაციების ცოდნა და ამ განსხვავებულ გარემოში ოპერირება. ეს ყველაფერი კი დროში უკიდურესად შეზღუდულ ვადებში და აუცილებლად კვალიფიციურად. საკმაოდ დიდი გონებრივი და ფიზიკური რესურსი იხარჯება ამ ყველაფრის შესასრულებლად და ვერ ვიტყვი რომ რომელიმე მამაკაცი უკეთ შეძლებდა ამ საქმის შესრულებას, ვიდრო ჩემი გუნდის გოგოები ახერხებენ. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი სახეზეა, თითქოს ქალთა შესაძლებლობების უკვე აღარავის უკვირს, მაინც მიმაჩნია რომ წინ დიდი გზაა კიდევ. რა–რა და ამ კუთხით, მგონი, საკმაოდ სწრაფად ვვითარდებით. სტერეოტიპების ნგრევა ადვილი საქმე არ არის, მაგრამ ქალებისთის შეუძლებელი არაფერია…

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა