BBC-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში „მასტერქარდი“ და სხვა ოთხი კომპანია კარტელური გარიგების ბრალდებით დაჯარიმდნენ.
გადახდის სისტემების მარეგულირებლის (PSR) მოთხოვნის შესაბამისად, ფირმებს ეზღუდებოდათ კლიენტების უკანონო გზებით მითვისება და თავისუფალი კონკურენტული გარემოსთვის ხელის შეშლა. ირკვევა, რომ „მასტერქარდი“ და სხვა კომპანიები აღნიშნული წესის გვერდის ავლით, შეთანხმებულად მოქმედებდნენ, კერძოდ: ფირმები კონკურენციაში არ შედიოდნენ ერთმანეთთან, კლიენტების მოზიდვის ან ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ გამოცხადებული ტენდერების ნაწილში. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო თავად „მასტერქარდიც“.
„მასტერქარდმა“ და სხვა ორმა კომპანიამ კარტელში მონაწილეობა აღიარეს, „მასტერქარდი“ უკვე დათანხმდა $42-მილიონიანი ჯარიმის გადახდასაც.
„საიდუმლო შეთანხმება აბსოლუტურად მიუღებელია. ყოველთვის მივიღებთ ზომებს მის წინააღმდეგ და დავაწესებთ სერიოზულ სადამსჯელო ქმედებებს“, – აცხადებს გადახდის სისტემების რეგულატორი.
„მასტერქარდთან“ ერთად, დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად მზადყოფნას Allpay და PFS-ი გამოთქვამენ.