Apple-მა გადაწყვიტა, iPhone 11-ის ბატარეასთან დაკავშირებული პრობლემები მოახლოებულ განახლებასთან ერთად აღმოფხვრას. კომპანიის ინფორმაციით, iPhone 11, 11 Pro და 11 Pro Max-ის მომხმარებლებს iOS სისტემის ახალ ვერსიაზე (14.5) განახლებისთანავე მოწყობილობის ბატარეა ხელახლა დაუკალიბრდებათ.
კომპანიაში ამბობენ, რომ თუ განახლება ხარისხს ვერ გააუმჯობესებს, უფასოდ შეცვლიან ნებისმიერი მოწყობილობის ელემენტს.
ცნობისთვის, ჯერჯერობით ისევ უცნობია, როდის იქნება სისტემის ახალი ვერსია ხელმისაწვდომი – თავდაპირველი ინფორმაციით, ის თებერვლის ბოლოს უნდა გამოსულიყო, თუმცა ამჯერად აპრილის დასასრული სახელდება.