21-ე საუკუნეში ბევრი მეწარმე ცდილობს ბიზნესის წარმატებულად მართვას, თუმცა ისინი ხშირად არ ითვალისწინებენ თანადამფუძნებლის როლს. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც პოტენციურ თანადამფუძნებელს რიგით ხელქვეითად მოიაზრებენ. რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან?
უპირველეს ყოვლისა, თანადამფუძნებელიც არის მესაკუთრე, რომელიც იზიარებს როგორც მოგებას, ასევე ზარალს. როდესაც მეწარმე იღებს გადაწყვეტილებას, იყოლიოს თანადამფუძნებელი საკუთარი ბიზნესის ან სტარტაპის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს, რომ თანადამფუძნებლის შერჩევა მხოლოდ პარტნიორობის გამარტივების მიზნით უმეტეს შემთხვევაში არ ამართლებს. მეწარმე თანადამფუძნებელთან ინაწილებს პასუხისმგებლობას, ბიზნესის კონტროლის უფლებას. თუ მეწარმეს საკუთარი იდეის განხორციელებისთვის კონკრეტული ტექნიკური უნარი არა აქვს, ასეთ შემთხვევაში თანადამფუძნებლის შერჩევის ნაცვლად, კონსულტანტის ან აგენტის აყვანაა უკეთესი გამოსავალი.
ცნობისთვის: მნიშვნელოვანია, მეწარმემ გაითვალისწინოს, თუ რა უფლებამოსილებას მიანიჭებს თანადამფუძნებელს. თანადამფუძნებელთან სფეროების განაწილება სწორი მართვისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე მნიშნელოვანია, თუ როგორ მიიღებენ გადაწყვეტილებებს. შემუშავებული ურთიერთობის სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს გრაფიკს, გეგმასა და აუცილებლობის შემთხვევაში ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე და თანადამფუძნებელი ერთმანეთს არ ეთანხმებიან?!
საბოლოოდ, მეწარმემ უნდა იცოდეს, რომ არც ერთი დასაქმებული არ არის „მუდმივად“ მის დაქვემდებარებაში. რაც შეეხება თანადამფუძნებელს, მან საკუთარი ბიზნესის მართვა თანადამფუძნებელთან ერთად უნდა განაგრძოს, რაც ართულებს საკითხს და აჩენს კითხვას, ღირს თუ არა თანადამფუძნებლის ყოლა.