აგვისტოში საქართველოს ექსპორტი 14.6 პროცენტით გაიზარდა

აგვისტოში საქართველოს ექსპორტი 14.6 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 14.6%-ით (43 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 26%-ით (173 მლნ დოლარით) გაიზარდა. 2021 წლის აგვისტოში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 335 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 838 მლნ დოლარი შეადგინა.

აგვისტოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -503 მლნ დოლარია, რაც 2020 წლის აგვისტოს უარყოფით ბალანსზე 131 მლნ დოლარით მეტია.

რვა თვის ჯამში, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 25.7%-ით, ხოლო იმპორტი 20.7%-ით შემცირდა. რვა თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -3 467 მლნ დოლარია, გასული წლის რვა თვეში -2 880 მლნ დოლარი იყო.

აგვისტოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 სექტემბერს გამოქვეყნდება.