Mastercard-მა ბლოკჩეინის ანალიტიკური სტარტაპი CipherTrace-ი შეისყიდა

Mastercard-მა ბლოკჩეინის ანალიტიკური სტარტაპი CipherTrace-ი შეისყიდა

კრიპტოვალუტებთან შეგუების არგუმენტით, Mastercard-ი ბლოკჩეინის ანალიტიკური სტარტაპის, CipherTrace-ის შეძენას დათანხმდა. გადახდების გიგანტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მან CipherTrace-ის შესაძენად შეთანხმება დადო, თუმცა თანხის შესახებ დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.

აღნიშნული კომპანია  ბიზნესისა და სამართალდამცავი ორგანოების დახმარების მიზნით უკანონო ციფრული ვალუტების ტრანზაქციების გამოსავლენ ინსტრუმენტებს ავითარებს. კომპანიის კონკურენტები ნიუ-იორკში დაფუძნებული Chainalysis-ი და ლონდონური სტარტაპი Elliptic-ი არიან.

თუმცა საინტერესოა, რომ ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაცია არც ერთ კომპანიას არ გაუვრცელებია. თავად Mastercard-ის აქციათა ფასი კი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ხუთშაბათს 0.6%-ით გაიზარდა.

ბიტკოინთან და სხვა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული მთავარი საეჭვო გარემოება სწორედ ის გახლავთ, რომ მისით მოსარგებლე ადამიანები ანონიმურობას ინარჩუნებენ. ამან კი ციფრული ვალუტები კრიმინალებისა და ჰაკერების საყვარელ ვალუტად აქცია. თუმცა  შეიძლება ითქვას, რომ ბლოკჩეინი ყველა ტრანზაქციის საჯარო კიბეს წარმოადგენს. შესაბამისად, CipherTrace-ის მსგავსი მომსახურების კომპანიები აანალიზებენ სახსრების მოძრაობას მათი საეჭვოობის დადგენის მიზნით.

Mastercard-ის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება მის მომხმარებლებს დაეხმარება, დაიცვან საკუთარი თავები და კრიპტოვალუტების შეთავაზებები რეგულაციებთან შესაბამისობაში მოიყვანონ.  CipherTrace-მა აღნიშნა, რომ მის პლატფორმას მსოფლიოს უდიდესი ბანკები და კრიპტოვალუტის გაცვლის საიტები იყენებენ.

გარდა ამისა, Mastercard-ის მტკიცებით, ის საკუთარი ქსელის კრიპტოვალუტებისათვის გახსნას გეგმავს. მისმა კონკურენტმა, Visa-მ, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც მის მომხმარებლებს კრიპტოსთან დაკავშირებულ ოპერაციებში 1 მილიარდი დოლარი აქვთ დახარჯული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *