აგვისტოში საქართველოში 17.3 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

აგვისტოში საქართველოში 17.3 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში, 2015 წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 17.3%-ით გაიზარდა. 2015 წლის აგვისტოში 383 688 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის აგვისტოში 450 003. იანვარ-აგვისტოში კი ტურისტთა რაოდენობის ზრდამ 17.4% შეადგინდა.

ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, იანვარ-აგვისტოში 8.2%-ით გაიზარდა.

აგვისტოში ყველაზე მეტი (223 634) ვიზიტორი სომხეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 185 841 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე რუსეთია 179 222 ვიზიტორით.