Amazon-ი საკუთარი ტელევიზორის გამოშვებას გეგმავს

Amazon-ი საკუთარი ტელევიზორის გამოშვებას გეგმავს

მიმდინარე წლის ოქტომბერში Amazon-ი საკუთარი ტელევიზორის გამოშვებას გეგმავს, – ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს. ავტორიტეტული მედიასაშუალების თქმით, ტელევიზორებს სხვადასხვა ზომის ეკრანი ექნება- 55-დან 75 დიუმამდე – და ისინი ვირტუალური ასისტენტის, Alexa-ს მხარდაჭერით იქნებიან უზრუნველყოფილი. ამ ეტაპზე, Amazon-ის ტელევიზორებს ჩინური TCL-ი დაამზადებს. როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, Amazon-ი საკუთარი წარმოების, ე.წ. „in-house“ ტელევიზორებზეც მუშაობს, თუმცა მათი გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ტელევიზორების წარმოებასთან თან შეხება Amazon-ს აქამდეც ჰქონია: Toshiba-ს და Insignia-ს გარკვეული ტელევიზორები Amazon-ის Fire TV პროგრამული უზრუნველყოფითაა აღჭურვილი, ხოლო ინდოეთში მათი ბრენდინგის მქონე ტელევიზორიც იყიდება. თუმცაკი, ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, Amazon-ის გრძელვადიან გეგმებზე მიუთითებს: სავარაუდოდ, ისინი ტელევიზორების წამყვანი ბრენდების, მათ შორის LG-სა და Samsung-ის კონკურენტებად ჩამოყალიბებას გეგმავენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *