Canva: ჩვენს თანამშრომლებს ოფისში მოსვლა წელიწადში მხოლოდ 8-ჯერ მოუწევთ

Canva: ჩვენს თანამშრომლებს ოფისში მოსვლა წელიწადში მხოლოდ 8-ჯერ მოუწევთ

Canva-მ საკუთარი თანამშრომლებისათვის მოქნილი სამუშაო მოდელი შეიმუშავა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივებზეა გათვლილი. ამით ის შეუერთდა ავსტრალიური ტექ პლატფორმა Atlassian-ის პოლიტიკას დისტანციური სამუშაო გარემოს დანერგვასთან დაკავშირებით.

კომპანიამ აღნიშნულ ცვლილებას „მომავლის სამუშაოსადმი გრძელვადიანი მიდგომის“ ნაწილი უწოდა, რომელიც მთლიანად იქნება ფოკუსირებული მოქნილობასა და კავშირზე და გააუქმებს სამსახურში ფიზიკურად დასწრების ფორმალურ წესებს.

სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში კომპანიამ განაცხადა, რომ მას არ ექნება მკაცრი მოთხოვნები თანამშრომლების მიერ ოფისში გატარებული დღეების რაოდენობის შესახებ. სანაცვლოდ, ის გუნდებს მისცემს შესაძლებლობას თავად გადაწყვიტონ, თუ რამდენ დღეს გაატარებენ მისი წევრები ოფისში.

Canva-ს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება უახლესი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას, რომლის მიხედვითაც, თანამშრომლების 79% თავს უფრო პროდუქტიულად სახლიდან მუშაობის პირობებში იგრძნობდა. გამოკითხულთა 81%-ს კი სურდა საკუთარი სამსახურებრივი ცხოვრებისა და პირადი ცხოვრების ბალანსის შესაძლებლობა მისცემოდა, რისი საუკეთესო საშუალებაც დისტანციურად მუშაობაა.

პრაქტიკაში კი Canva-ს ახალი პოლიტიკას არ ექნება მკაცრი მოთხოვნები ფიზიკური და დისტანციური სამუშაოს ბალანსთან დაკავშირებით. თუმცა, კომპანიის განცხადებით, ის მოელის, რომ მისი თანამშრომლები წელიწადში სულ მცირე 8-ჯერ მაინც ესტუმრებიან ოფისის სამუშაო სივრცეს.

მსგავსი გადაწყვეტილება აპრილში ავსტრალიურმა კომპანია Atlassian-მაც მიიღო. კომპანიამ საკუთარ 5,700 თანამშრომელს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მუშაობის საშუალება მისცა. ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი კომპანია ცვლის საკუთარ პოლიტიკას თანამშრომლების ოფისში ფიზიკურად სიარულთან დაკავშირებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *