ამერიკელების თქმით, თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ თუკი 500,000 აშშ დოლარის დაზოგვას შეძლებენ

ამერიკელების თქმით, თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ თუკი 500,000 აშშ დოლარის დაზოგვას შეძლებენ

ბოლო კვლევების მიხედვით, ამერიკელთა ნახევარზე ნაკლებს აქვს მხოლოდ იმ რაოდენობის თანხა, რომელიც თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებთ. Personal Capital-ის კვლევამ აჩვენა, რომ საშუალო ამერიკელი მანამ ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, სანამ ბანკის ანგარიშზე საპენსიო ასაკისათვის 500,000 აშშ დოლარი არ ექნება.

თუმცა, ეს შეიძლება არასაკმარისიც კი იყოს. ბევრისათვის ეს თანხა ლიმიტირებული დანაზოგების გამო საოცნებო შეიძლება იყოს, ზოგისთვისაც კი იმაზე ნაკლები, ვიდრე თვლის, რომ სჭირდება.

შეერთებული შტატების ანგარიშსწორების ოფისის მონაცემებით, ამერიკელთა ნახევარზე მეტს საპენსიო ასაკისათვის, 55 წელზე ზემოთ, დანაზოგები საერთოდ არ გააჩნიათ. შესაბამისად, 500,000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა ბევრ მათგანს ახლა საკუთარ სამეზობლოში მოწინავე პოზიციაზე დააყენებდა.

საინტერესო საკითხია ისიც, თუ რას ნიშნავს ადამიანებისათვის თავის უსაფრთხოდ გრძნობა. თუკი ეს ნიშნავს მთლიანი საპენსიო ასაკისათვის საკმარის თანხას, მაშინ შესაძლოა აღნიშნული ოდენობის დანაზოგი სრულიად არასაკმარისიც აღმოჩნდეს.

ეს კი იმაზეა დამოკიდებული თუ სად ცხოვრობს ადამიანი, რომელიც პენსიაზე გავიდა და 500,000 აშშ დოლარის ოდენობის დანაზოგი აქვს. თუკი ის ზედმეტად მაღალდანახარჯიან ადგილას ცხოვრობს, ეს თანხა შესაძლოა მხოლოდ ათი წელი ან ნაკლები ეყოს.

საინტერესოა ისიც, რომ ინფლაციის წყალობით ყველაზე პოპულარული მიზანი, 1 მილიონი აშშ დოლარიც შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *