მსოფლიო ბაზარზე ავტომობილების ფასების ზრდა არის მოსალოდნელი

მსოფლიო ბაზარზე ავტომობილების ფასების ზრდა არის მოსალოდნელი

2021 წლის მიმდინარე კვარტალში საავტომობილო ინდუსტრია კომპიუტერების ჩიპების მიწოდებისა და ავტომობილების წარმოების ტემპების ნორმალურ დონეზე დაბრუნებას ელოდა. თუმცა, კოვიდ-19-ის ახალი შტამის, დელტა ვარიანტის გამო კოვიდ შემთხვევების მატებამ საჭირო ინვენტარის დეფიციტის ახალი ტალღა შექმნა. ამის გამო კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავტოსაწარმოები სულ უფრო მეტად იხურება. შესაბამისად, შემცირებული წარმოების გამო, ახალ ავტომობილებზე ფასების კიდევ უფრო ზრდა არის მოსალოდნელი.

მსოფლიოს უდიდეს ავტომწარმოებელმა, იაპონურმა Toyota-მ გასულ კვირას სექტემბერში იაპონიის ტერიტორიაზე 14 საწარმოს გაჩერება დააანონსა, რისი მიზეზიც კოვიდის გავლენაა მიმწოდებლებზე. ეს კი Toyota-ს ავტომობილების წარმოებას 40%-ით შეამცირებს. იაპონური კომპანია საწარმოებს მხოლოდ იაპონიის ტერიტორიაზე არ ხურავს. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე Toyota-ს წარმოება 40-დან 60%-მდე შემცირდება, რასაც ძალიან დიდი გავლენა ექნება ფასებზეც.

იმავე გადაწყვეტილების მიღება მოუწია მსოფლიოს ნომერ მეორე ავტომწარმოებელს, Volkswagen-საც. გასული კვირის განცხადებაში, კომპანია აღნიშნავს, რომ წარმოების შესამცირებლად მალე მასაც იმავე ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

კოვიდ-19-ის ახალი ტალღა და ვირუსის ახალი ვარიანტის განსაკუთრებით სწრაფი გავრცელება, აზიაში ნახევარგამტარების მწარმოებელ საწარმოებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ამის გამო ავტომწარმოებლები მოელიან, რომ ჩიპების მიწოდების პრობლემა 2021 წლის მესამე კვარტლის ბოლომდე იქნება.

აღნიშნული პრობლემის შესახებ განცხადება სხვა ავტომწარმოებლემაც გააკეთეს, რომელთა შორისაც იყვნენ: General Motors, Ford, Stellantis, Fiat და Tesla.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *