ამერიკული უნივერსიტეტები სტუდენტებისაგან „ვაქცინის პასპორტებს“ მოითხოვენ

ამერიკული უნივერსიტეტები სტუდენტებისაგან „ვაქცინის პასპორტებს“ მოითხოვენ

რამდენიმე დღეა სულ უფრო მეტი ამერიკული უნივერსიტეტი აჟღერებს იდეას „ვაქცინის პასპორტების“ სავალდებულო გამოყენებაზე სტუდენტების კამპუსებში მისაღებად. თუმცა, აღნიშნულმა იდეამ როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო სექტორში დიდი კრიტიკა გამოიწვია. რესპუბლიკელმა პოლიტიკოსებმა უნივერსიტეტების ინიციატივაში კონფიდენციალურობის დარღვევის ნიშნები დაინახეს. ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ აბოტმა, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც „ვაქცინის პასპორტების“ გამოყენება აიკრძალა. თუმცა, ეს შეზღუდვა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებსა და საჯარო სექტორს შეეხო. ფლორიდის გუბერნატორმა კი, მსგავსი შეზღუდვა კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც დაუწესა.

როგორც თავად უნივერსიტეტების ადმინისტრაციები განმარტავენ, აღნიშნული ინიციატივის აუცილებლობა გაზაფხულის დასაწყისში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას უკავშირდება. მათი აზრით, იდეა საუკეთესო გამოსავალია აუდიტორული სწავლების განახლებისათვის.

„ვაქცინის პასპორტების“ ინიციატივას შეუერთდნენ უნივერსიტეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბოსტონის „NorthEastern“-ის უნივერსიტეტი, Brown-ის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის „Cornell“-ის უნივერსიტეტი, ფლორიდას „Nova Southeastern“ უნივერსიტეტი, ტეხასის „St. Edward“-ის უნივერსიტეტი – ეს იმ სასწავლებლების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ზემოთ ხსენებულ იდეას უერთდებიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *