მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ბაზარზე ამერიკული ავტომწარმოებლის, Tesla-ს წილი თანდათან მცირდება, ანალიტიკოსების შეფასებით, ის მიმდინარე კვარტალში გაყიდვებით რეკორდის დამყარებას მაინც შეძლებს. შეგახსენებთ, ჩინეთში Tesla-ს ბაზრის წილს ელექტრომობილების ადგილობრივი მწარმოებელი BYD ეცილება.
China Merchants Bank International Securities-ის ანალიტიკოსის შეფასებით, ამერიკული ავტომწარმოებელი ქვეყანაში აპრილიდან ივნისის ჩათვლით, 155,000 მანქანის გაყიდვას შეძლებს. ეს 2023 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ რეკორდს 13%-ით აჭარბებს.
ამის მიუხედავად, ნავარაუდევია, რომ Tesla-ს წილი ჩინეთის ელექტრომობილების ბაზარზე გასული კვარტალის 16%-დან, მიმდინარე კვარტალის ბოლოს 13.7%-მდე შემცირდება. მის წილს კი ადგილობრივი მწარმოებლები, BYD და Aion-ი შეავსებენ.
აღსანიშნავია, რომ Deutsche Bank-ის პროგნოზით, Tesla მიმდინარე კვარტალში ჩინეთში 153,000 ერთეულ ელექტრომობილს, გლობალურად კი 448,000 ერთეულ მანქანას გაყიდდა.
ამერიკული კომპანია გლობალური გაყიდვების შესახებ ინფორმაციას ამ უიკენდზე გაასაჯაროებს, ჩინეთში ნაჩვენები შედეგები კი ხელმისაწვდომი ივლისის პირველ კვირაში იქნება.