ArenaVS — რა უნდა ვიცოდეთ ქართულ ბლოკჩეინ პლატფორმაზე, რომელიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება

ArenaVS — რა უნდა ვიცოდეთ ქართულ ბლოკჩეინ პლატფორმაზე, რომელიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება

საქართველოში დაარსებული Web3 პროექტი ამტკიცებს, რომ ადგილობრივი ინოვაცია კონკურენტუნარიანია გლობალურ ბაზარზე. ArenaVS-მა, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა Web3 პლატფორმამ, რომელიც AI აგენტებისა და ციფრული აქტივების მონეტიზაციას ემსახურება, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობა გააორმაგა, რაც მისი ახალი პროდუქტების პრეზენტაციისა და ბაზარზე გასვლის სტრატეგიის ნაწილი იყო.

გარდა ამისა, პროექტმა პარტნიორობა გააფორმა UFC-ის ჩემპიონთან, მერაბ დვალიშვილთან, რაც პროექტის ცნობადობას ფართო აუდიტორიაში კიდევ უფრო ზრდის. პლატფორმამ ასევე წარმატებით წარადგინა პირველი AI აგენტი სოციალურ ქსელ Twitter-ზე (X)— ინტერაქტიური AI ინფლუენსერი, რომელიც Web3 სივრცეში აქტიურად ოპერირებს. ეს მხოლოდ დასაწყისია — ArenaVS გეგმავს AI აგენტების ფართო ეკოსისტემის შექმნას, რაც მოიცავს ავტომატიზაციის ინსტრუმენტებს, ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირებულ კონტენტ-კრეატორებსა და სხვა სასარგებლო პროდუქტებს. პლატფორმის სტრატეგიული პარტნიორობები ისეთ პროექტებთან, როგორებიცაა Binance, Trust Wallet, SEGA  და OKX ხელს უწყობს მომხმარებლების ზრდას, რაც ამ მომენტისთვის 1 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელს და 5 მილიონზე მეტ ტრანზაქციაში აისახა. ამ მონაცემებით არენა სექტორის ლიდერებს შორის მოწინავე ადგილზეა.

რა არის ArenaVS?

ArenaVS არის დეცენტრალიზებული პლატფორმა, სადაც კრეატორებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით უმარტივდებათ საკუთარი პროდუქტების შექმნა და მონეტიზაცია. პლატფორმის მთავარი კომპონენტია ციფრული აქტივების მარკეტპლეისი, რომელიც ეთერიუმ ბლოკჩეინზე არის დაშენებული. მარკეტპლეისთან ერთად მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ ყიდვამდე გაანალიზონ პროექტების შესაძლებლობები არენას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მონაცემთა აგრეგირების მეშვეობით, რომელზე წვდომაც მათ პლატფორმის ციფრული აქტივების შეძენით ენიჭებათ.

ArenaVS-ის დამფუძნებლები საქართველოში ბლოკჩეინ პროექტებზე 2017 წლიდან მუშაობენ. ArenaVS-ის გარდა, მათ დააფუძნეს Degamefi, საქართველოს პირველი საერთაშორისო Web3 კონფერენცია, რომელიც რეგიონში ბლოკჩეინის უდიდეს ღონისძიებებს მასპინძლობს და ხელს უწყობს ცნობადობის ამაღლებასა და ზოგადად, რეგიონში ინდუსტრიის განვითარებას.