აშშ ისტორიულ ტექნოლოგიურ რევოლუციას იწყებს

აშშ ისტორიულ ტექნოლოგიურ რევოლუციას იწყებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თანამდებობის დაკავების შემდეგ მალევე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ შეუერთდებოდა პარიზის შეთანხმებას. სათბური გაზების გამოყოფის მიხედვით აშშ მსოფლიო  სამეულში შედის და ჩინეთთან და ევროკავშირთან ერთად მსოფლიო ემისიების 41.5%-ს გამოყოფს. შესაბამისად, აშშ-ის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულობა ისტორიული ტექნოლოგიური ცვლილებების დასაბამია.

2050 წლისთვის ემისიების ნულამდე დაყვანა ისეთ ფუნდამენტურ ცვლილებებს მოიაზრებს, როგორიცაა ნამარხი საწვავების, რომელთა უარყოფითი ეფექტები წლებია ცნობილია, გამოყენების აღმოფხვრა. მათი ჩანაცვლება კი ალტერნატიული ენერგიის წყაროებით, კერძოდ კი მზისა და ქარის ენერგიით იგეგმება. ბოლოდროინდელი კვლევებით დასტურდება, რომ განახლებადი ენერგიის გამოყენება გაცილებით ნაკლებ ხარჯთანაა დაკავშირებული.

2030 წლისთვის დაგეგმილია ქვანახშირის გამოყენების სრულად აღმოფხვრა, რაც გულისხმობს 1000-ზე მეტი საბადოსა და ელექტროსადგურის დახურვას. მიუხედავად არაგანახლებად ენერგიასთან დაკავშირებული საქმიანობის გაუქმებისა, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის ხარჯზე აიწევს დასაქმების დონეც. ძირითადად მოთხოვნა გამოუცდელ ან მცირე გამოცდილების მქონე მუშახელზე გაიზრდება.

2050 წლისთვის ენერგიის ძირითად წყაროდ სწორედ ქარისა და მზის ენერგია გვევლინება. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის საერთო ხარჯები კი $3.23 ტრილიონს შეადგენს.

ტრანსპორტის ემისიების შესამცირებლად 2030 წლისთვის ელექტრომანქანების  რაოდენობა 2% დან 17%-მდე გაიზრდება და დაახლოებით 50 მლნ ავტომობილს მიაღწევს, ხოლო 2050 წლისთვის მათი რიცხვი 330 მლნ-ს შეადგენს, რაც სრული რაოდენობის 96%-ს გულისხმობს. შესაბამისად, ყველა შტატში გაიზრდება ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობა.

საგრძნობლად შეიცვლება საყოფაცხოვრებო აქტივობებიც. სრულად აღმოიფხვრება გათბობისა და სამზარეულოსთვის გაზის გამოყენება. პროგნოზების მიხედვით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის დონე კი 2050 წლისთვის 30 ათასიდან 2 000-მდე დაიკლებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.