რატომ აღარ მუშაობს ზოგიერთი აპლიკაცია ანდროიდებში?

რატომ აღარ მუშაობს ზოგიერთი აპლიკაცია ანდროიდებში?

ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონების მფლობელებს რამდენიმე საათით აპლიკაციებთან წვდომის პრობლემა შეექმნათ. Google-ი აცხადებს, რომ პრობლემა მოგვარებულია, თუმცა მომხმარებლების ნაწილი კვლავ ვერ ახერხებს ზოგიერთი აპლიკაციით სარგებლობას.

Google-ის ცნობით, აღნიშნული ხარვეზი ანდროიდის სისტემურ კომპონენტთან –  „Android System WebView“-თან იყო კავშირში. კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, განაახლონ შესაბამისი სისტემური კომპონენტი Google Play-ის გამოყენებით, ასევე განაახლონ მათი ინტერნეტბრაუზერი Google Chrome უახლეს ვერსიამდე.

„ჩვენთვის ცნობილია ხარვეზის შესახებ და  მის აღმოსაფხვრელად ვმუშაობთ“, – განაცხადა კომპანიამ საკითხზე კომენტირებისას.

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში Google-ის რეკომენდებული ნაბიჯები არ მუშაობს და აპლიკაციების წაშლა და ხელახალი ინსტალირებაა საჭირო. Samsung-ი კი თავის მომხმარებლებს ტვიტერის საშუალებით ურჩევს, წაშალონ WebView-ის უკანასკნელი განახლება და დაარესტარტონ მობილური მოწყობილობები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *