აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებელმა 1962 წლის შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებელმა 1962 წლის შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

მაისში ფასების მკვეთრმა ზრდამ ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ გაზარდა. ეკონომიკური ანალიზის ბიუროს განცხადებით, ფასების ინდექსის 3.9%-ით გაზრდა პირადი მოხმარების საგნების ყიდვაზე გაწეული დანახარჯის მატებითაა გამოწვეული. აღნიშნული მაჩვენებელი 2008 წლის აგვისტოს  შემდეგ უმაღლესი იყო და აპრილის თვის 3.6%-ს გადაასწრო.

მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისა და რესურსების დეფიციტის გამო, ამერიკელი მომხმარებლებისა და მწარმოებლებისათვის ფასები თვეების განმავლობაში იზრდებოდა კოვიდრეგულაციების თანდათანობითი მოხსნის შემდგომ. როგორც ეკონომისტები შიშობენ, ინფლაცია იმდენად სწრაფად იზრდება, რომ ადამიანები დანახარჯების შემცირებას დაიწყებენ, რაც ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება.

სამომხმარებლო კვლევის მთავარმა ეკონომისტმა, რიჩარდ კურტინმა, განაცხადა, რომ მომხმარებლები გადაწყვეტილებების მიღებისას ყურადღებას სამ კრიტიკულ ფაქტორზე ამახვილებენ: ინფლაციაზე, უმუშევრობის დონესა და საპროცენტო განაკვეთზე. ივნისში მიჩიგანის უნივერსიტეტის სამომხმარებლო ზარალის ინდექსი გაიზარდა, თუმცა არა იმდენით, რამდენითაც ეკონომისტები ვარაუდობდნენ.

ამავე კვლევის მიხედვით, ამერიკელი მოსახლეობა ძირითადად ოპტიმისტურადაა განწყობილი მომავლის მიმართ იმისდა მიუხედავად, რომ პანდემიის რისკები სრულად ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა. ეს კი, თავის მხრივ, დანაზოგების მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს.

ამერიკელი პოლიტიკოსები და ეკონომისტები ინფლაციას სხვადასხვა მიზეზს უკავშირებენ. მაგალითად, ფედერალური თავმჯდომარე ჯერომ ფოუელი აცხადებს, რომ ფასების ინდექსის ამგვარ ზრდას მეორეული ავტომობილების გაყიდვების მატება იწვევს, რადგან ბაზარზე ახალი მანქანების სიმცირე შეინიშნება. თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ ფასების ზრდა იმაზე მაღალი იყო, ვიდრე მოელოდნენ.