ამერიკელ მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსის (ACSI) მიხედვით, 2020-2021 წლებში ავტომწარმოებლების საერთო შეფასება უცვლელი დარჩა. მეორე მხრივ, თუ გასული ხუთი წლის მონაცემებს გადავხედავთ, შევნიშნავთ, რომ ახალი ავტომობილებით მესაკუთრეები არც ისე კმაყოფილები არიან, როგორც ეს მანამდე იყო. მაგალითისთვის, 2017 წელს 100-ქულიან სკალაზე მომხმარებელთა კმაყოფილების მიხედვით ავტომწარმოებელთა საშუალო ქულა 82-ს, 2021 წლისთვის კი 78-ს შეადგენდა.
ფართო ბაზრებისთვის გათვლილი ბრენდების მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსი 2021 წელს შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით:
- Honda – 82
- Subaru – 81
- Ram – 80
- Hyundai – 79
- Mazda – 79
- Toyota – 79
- Dodge – 78
- Ford – 78
- GMC – 78
- Nissan – 78
- Buick – 77
- Kia – 77
- Volkswagen – 77
- Chevrolet – 76
- Jeep – 76
- Mitsubishi – 71
- Chrysler – 70
ძვირად ღირებული ბრენდების მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსი 2021 წელს შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით:
- BMW – 81
- Lexus – 81
- Audi – 80
- Tesla – 80
- Mercedes-Benz – 78
- Cadillac – 77
- Volvo – 77
- Acura – 76
- Lincoln – 76
- Infiniti – 75
ორივე ჩამონათვალის მიხედვით ლიდერი ავტომწარმოებლის, Honda-ს შეფასება 2021 წელს 2020 წელთან შედარებით დაახლოებით 4%-ით გაიზარდა, ისევე როგორც Subaru-სა და BMW-ს შემთხვევაში. გასულ წელს ყველაზე თვალსაჩინო, 8%-იანი ვარდნა ჰქონდა Mitsubishi-ს, ხოლო 4%-იანი – Chrysler-ს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ევროპულმა ბრენდებმა ამერიკელი მომხმარებლებისგან ყველაზე მაღალი შეფასება, საშუალოდ 79 ქულა დაიმსახურეს, იაპონურმა და კორეულმა – 78, ხოლო ამერიკულმა – 77.
ფართო ბაზრებზე ორიენტირებული ბრენდების შეფასებისას მომხმარებლებმა ყველაზე მაღალი ქულები უსაფრთხოების, საიმედოობის, გამართულობის, ექსტერიერ-ინტერიერისა და კომფორტის გათვალისწინებით დაწერეს, ყველაზე დაბალი ქულები კი – გარანტიის, საწვავის ხარჯისა და ტექნოლოგიის კატეგორიაში.
რაც შეეხება ძვირად ღირებულ ბრენდებს, მომხმარებლები ყველაზე კმაყოფილები იყვნენ ავტომობილების კომფორტულობით, ინტერიერით, ექსტერიერით, მართვის უსაფრთხოებით. ყველაზე დაბალქულიანი შეფასება ამ შემთხვევაში საწვავის ხარჯის კატეგორიამ დაიმსახურა.
ცნობისთვის, ACSI-ს ქულები შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხული 4,888 მომხმარებლის შეფასებას ეფუძნება.