აზერბაიჯანი აგროპარკებში $1.4 მილიარდის ინვესტირებას ახორციელებს

აზერბაიჯანი აგროპარკებში $1.4 მილიარდის ინვესტირებას ახორციელებს

აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა სასოფლო–სამეურნეო პარკების განვითარებაში 2.4 მილიარდი მანეთი ($1.4 მილიარდი) ინვესტიცია განახორციელა.

სასოფლო სამეურნეო პარკებში ინვესტიცია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორმა განახორციელეს.

50 აგროპარკის შექმნისა და განვითარებისათვის ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების ფონდმა  ჯამში $700 მილიონამდე გამოყო.

აგროაღჭურვილობის გაუმჯობესების მიზნით, 25 აგროპარკს $19 მილიონის ფასდაკლება აქვთ ტექნიკის, ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და სხვა საშუალებების იმპორტზე.

სახელმწიფო სექტორთან ერთად აგროპარკების განვითარებაში საკუთარი წვლილი კერძო სექტორსაც შეაქვს. თავის მხრივ, კერძო სექტორის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციების მოცულობამ $710 მილიონი შეადგინა.

სამინისტროს განცხადებით, 32 რეგიონში 240,000 ჰექტარზე 51 აგროპარკისა და მსხვილი მეურნეობის დაფუძნება მიმდინარეობს. აქედან 35 მათგანი მარცვლეულის წარმოებაზე სპეციალიზდება, 14 მეცხოველეობაზე, დანარჩენი დახარისხება–შეფუთვაზე, გადამუშავებასა და ლოჯისტიკაზე. სამინისტროს ინფორმაციით, 43 აგროპარკი უკვე ექსპლუატაციაშია შესული, ხოლო დანარჩენებში საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

აგროპარკები მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასაქმების დონის ზრდაში. ამჟამად, 4,750 მუდმივი და 4,800-ზე მეტი სეზონური მუშაკი დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო პარკებში და მომავალში  4,500-ზე მეტი დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება, ნათქვამია ანგარიშში.

2020 წელს 124.3 ათასი ტონა ხორბალი, 64.6 ათასი ტონა ქერი, 121.6 ათასი ტონა სიმინდი, 90.4 ათასი ტონა შაქრის ჭარხალი, 18.5 ათასი ტონა ბამბა, 5.9 ათასი ტონა სოია, 27.4 ათასი ტონა რძე და 3.3 ათასი ტონა ხორცი წარმოებული იქნა სწორედ სასოფლო -სამეურნეო პარკებში.

2017-2020 წლებში სოფლის მეურნეობის პარკებში შეიქმნა 7,500 ჰექტარი ფართობის ბაღი, საიდანაც 12,000 ტონა ვაშლი, 393.5 ტონა ზეთისხილი, 183 ტონა ნუში, 200.7 ტონა ბროწეული და 165.7 ტონა ყურძენი იქნა წარმოებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *