პრემიერ ლიგა ფეხბურთელებს „წითელი სიის“ ქვეყნებში არ გაუშვებს

პრემიერ ლიგა ფეხბურთელებს „წითელი სიის“ ქვეყნებში არ გაუშვებს

პრემიერ ლიგის კლუბები საკუთარ მოთამაშეებს გაერთიანებული სამეფოს „წითელი სიის“ ქვეყნებში სანაკრებო მატჩების ჩასატარებლად არ გაუშვებენ. გადაწყვეტილება ჩემპიონატის ყველა კლუბმა ერთხმად მიიღო.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის დადგენილება, „წითელ სიაში“ მყოფი ქვეყნებიდან დაბრუნების შემთხვევაში პირებს 10-დღიანი კარანტინის გავლას ავალდებულებს. არსებული შეზღუდვა ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს შესაძლოა რამდენიმე საკლუბო მატჩის გაცდენა მოუწიოთ.  პრემიერ ლიგის ინფორმაციით, მათი გადაწყვეტილება 19 კლუბის დაახლოებით 60 მოთამაშეს შეეხება, რომლებიც სამეფოს „წითელი სიის“ 26 ქვეყნიდან რომელიმეს წარმოადგენენ.

პრემიერ ლიგამ გადაწყვეტილება FIFA-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს მოწოდების პასუხად მიიღო, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატის წარმომადგენლებს, საერთაშორისო მატჩებიდან დაბრუნებული ფეხბურთელებისთვის გარკვეული შეღავათები დაწესება სთხოვა.

გაერთიანებული სამეფოს „წითელ სიაში“ არგენტინა, ბრაზილია და ეგვიპტეც შედიან. რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ პრემიერ ლიგის შეზღუდვა ისეთ ფეხბურთელებს შეეხებათ, როგორიც  Liverpool-დან მუჰამედ სალაჰი და ალისონი, Manchester City-დან კი, გაბრიელ ხესუსი და ედერსონი არიან. ეგვიპტის საფეხბურთო ასოციაციის ინფორმაციით, მათ უკვე მიიღეს კლუბის წერილი, რომლის მიხედვითაც სალაჰი, კაიროში, ეგვიპტესა და ანგოლას შორის გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

პრემიერ ლიგის კლუბების განცხადებით, ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ ფეხბურთელების სანაკრებო სურვილებს, თუმცა, მიუხედავად რიგი დისკუსიებისა, საუკეთესო გამოსავლის მოსაძებნად, ამ მდგომარებით სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. კარანტინს კი ფეხბურთელების ფიზიკურ მონაცემებსა და კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდება შეუძლია, რაც მომდევნო რამდენიმე შეხვერაში მათ მონაწილეობას შეუძლებელს გახდის.

პრემიერ ლიგის გარდა, ესპანეთის ლა ლიგაც მხარს უჭერს კლუბების მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფეხბურთელების დაშვებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე შეზღუდვა 13 კლუბის 25 ფეხბურთელს შეეხება. თუმცა, მათი რაოდენობა ეკვადორისა და ვენესუელას ხარჯზე შესაძლოა გაიზარდოს.

თავის მხრივ, FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კლუბებს საერთაშორისო შეხვედრებში ფეხბურთელების დაშვებისკენ მოუწოდებს და იმედს იტოვებს, რომ თითოეული საფეხბურთო ლიგა და კლუბი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მსოფლიო საფეხბურთო სივრცისთვის სამართლიანია. ინფანტინოს განცხადებით, მსოფლიოს წამყვანი ფეხბურთელების დიდი ნაწილი სწორედ ინგლისისა და ესპანეთის ლიგაში თამაშობს და სჯერა, რომ ქვეყნები საფეხბურთო ერთიანობისთვის აუცილებელ პასუხისმგებლობას გაიზიარებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *