აზიის განვითარების ბანკი აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7.1%-მდე ამცირებს

აზიის განვითარების ბანკი აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7.1%-მდე ამცირებს

კოვიდ-19-ით გამოწვეული პრობლემების ხანგრძლივობის გამო, აზიის განვითარების ბანკი, განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს ამცირებს. ბანკის ფლაგმანური ეკონომიკური გამოცემის, Asian Development Outlook-ის თანახმად, აზიის განვითარების ბანკი მიმდინარე წელს 7.1%-იან ზრდას პროგნოზირებს. ცნობისათვის, აპრილში აღნიშნული პროგნოზი 7.3%-ს უტოლდებოდა.

სანაცვლოდ, ბანკმა 2022 წლის განვითარების პროგნოზი 5.3%-დან 5.4%-მდე გაზარდა. რეგიონის განვითარების პერსპექტივებს კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტი, განახლებული ადგილობრივი აფეთქებები, შეზღუდვებისა და   ლოქდაუნებით გამოწვეული ეფექტების  დაძლევის განსხვავებული პერიოდი და ვაქცინების ნელი და არათანაბარი განაწილება აფერხებს.

აპრილში ვირუსის ახალი ვარიანტის, დელტა შტამის, გაჩენის შემდეგ, აზიაში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა ძალიან გაიზარდა. მაისში ახალი შემთხვევების ყოველდღიურმა რაოდენობამ პიკს მიაღწია და 430 000-ს გაუტოლდა. 31 აგვისტოს კი ახალი ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 163 000-მდე შემცირდა. გარდა ამისა, აზიაში,  მოწინავე ეკონომიკებისაგან განსხვავებით, ვაქცინაციის პროცესიც საკმაოდ ნელა და შეფერხებით მიმდინარეობს.  2021 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, რეგიონში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის მხოლოდ 28.7% იყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი 51.8%-ს, ხოლო ევროკავშირში 58%-ს უდრის.

ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მიმდინარე წლის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები აპრილში 3.4%-დან 4.1%-მდე გაიზარდა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთისა და უზბეკეთის ეკონომიკური განვითარების პროგნოზიც. 2022 წლისათვის ამ სუბრეგიონის განვითარების პროგნოზი 4%-დან 4.2%-მდეა გაზრდილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *