გაერო: გამოწვევები იზრდება, თუმცა მათ გადასაჭრელად ბიუჯეტი იგივე რჩება

გაერო: გამოწვევები იზრდება, თუმცა მათ გადასაჭრელად ბიუჯეტი იგივე რჩება

ნიუ-იორკში გაეროს ყოველწლიური გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს. მისი წევრი 193 სახელმწიფოს უმაღლესი პირები კი შეიკრიბნენ, რათა ერთად იმსჯელონ იმ გამოწვევების შესახებ, რაც თანამედროვე სამყაროში არსებობს. მსოფლიოს ლიდერები მომაკვდინებელი კორონავირუსული პანდემიისა და მისგან დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის ტემპებს განიხილავენ.

უკანასკნელი წლების განმავლობაში გაერო მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. უშიშროების საბჭოს ჩიხში შესვლა სირიის საკითხთან დაკავშირებით, ლტოლვილთა და მიგრანტთა უპრეცედენტო კრიზისი, გლობალური ჯანდაცვის კრიზისი და ფინანსების შემცირება შეერთებული შტატების ტრამპის ადმინისტრაციის მიერ – ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომლებთან გამკლავებაც მსოფლიოს უდიდეს საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციას, გაეროს, მოუწია.

მართალია, გამოწვევები წლიდან წლამდე კიდევ უფრო იზრდება, მათ გადასაჭრელად გამოყოფილი ბიუჯეტის მოცულობა იგივე რჩება. კოვიდ-19-ც კვლავ განაგრძობს განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების განადგურებას, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ფინანსურ დახმარებებსა და ვაქცინებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.

გასული წლის ოქტომბერში, ორგანიზაციის $3-მილიარდიანი ბიუჯეტის წარდგენისას, რომელიც 2020 წელთან შედარებით 2.8%-ით ნაკლები იყო, გენერალურმა მდივანმა, გუტერეშმა აღნიშნა, რომ გაეროსაგან უფრო მეტის გაკეთებას უფრო ნაკლებით მოითხოვენ.

მას შემდეგ 11 თვის განმავლობაში გაეროს მიმართ მოთხოვნები არ შემცირებულა. თუმცა ორგანიზაციამ მცირე საბიუჯეტო შვება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მაინც მიიღო. მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაეროში ყველაზე დიდი ფინანსური კონტრიბუტორია. მას კი 12%-იანი კონტრიბუციით ჩინეთი მოჰყვება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *