ბარელი ნავთობის მსოფლიო ფასი 33 დოლარს ჩამოსცდა

ბარელი ნავთობის მსოფლიო ფასი 33 დოლარს ჩამოსცდა

დღეისათვის ერთი ბარელი ნედლი ნავთობის მსოფლიო ფასი 32.5 დოლარამდეა და კლებას განაგრძობს. 33 დოლარზე ნაკლები ფასი ბოლოს 2008 წლის თებერვალში დაფიქსირდა, როცა ნედლი ბარელი ნავთობი 32.2 დოლარი ღირდა. ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობი კი დღეს 33 დოლარი ღირს, რაც ბოლო 13 წლის მინიმალური ფასია.

ნავთობის ფასის ასეთ დონეზე შემცირება ძირითადად აშშ-ს მიერ ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის მოხსნამ განაპირობა. აშშ-ში ნავთობის ექსპორტზე აკრძალვა 1973 წლიდან მოქმედებდა. დღეისათვის აშშ დღეში 9.2 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს, რაც ნავთობის მსოფლიო მიწოდების 10%-ია.

ნავთობის ფასზე ასევე უარყოფითად მოქმედებს ჩინეთის საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებული აქციების ფასის კლება. ეს ჩინეთის ეკონომიკაში შესაძლო პრობლემებზე მიანიშნებს. ჩინეთი კი ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია, ის აშშ-ს შემდეგ ყველაზე მეტ ნავთობს მოიხმარს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.