Bethel Woods - ადგილი, სადაც ყველა ბედნიერია

Bethel Woods - ადგილი, სადაც ყველა ბედნიერია

1996 წელს ამერიკელმა მაგნატმა ალან გერიმ მთელი თავისი საკაბელო ინდუსტრია Time Warner-ს 2,8 მილიარდ დოლარად მიჰყიდა. მოგვიანებით კი ამ ბიზნესის დაბრუნების ნაცვლად, ნიუ-იორკის სამხრეთით მდებარე სალივანის რეგიონში, ტურიზმის განვითარების მიზნით, მან 1969 წლის Woodstock-ის ფესტივალის ტერიტორია შეისყიდა, სადაც 2006 წელს ხელოვნების ცენტრი Bethel Woods დააარსა.

„ბიზნესმენები იმ კატეგორიის ადამიანებს ნამდვილად არ მივეკუთვნებით, რომელთაც გართობის მეტი არაფერი აინტერესებთ, დიდად არც მუსიკის მოყვარულები ვართ. მე, როგორც ბიზნესმენს, მსურს, რომ Woodstock-ის ფესტივალის ტერიტორიის ყიდვით ხელი შევუწყო სალივანის ეკონომიკურ გავითარებას.მით უმეტეს, რომ მე აქ გავიზარდე”, – განმარტავს ალან გერი.

„ჩემი ოჯახი სალივანში გასული საუკუნის 30-იან წლებში დასახლდა. მაშინ ეს მდიდარი რეგიონი იყო, თუმცა 90-იანე წლებში სალივანელებს მძიმე ეკონომიკური კრიზისის პერიოდი დაუდგა.

არ მინდა,ჩემი ნათქვამი ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მეგაპოლისში მცხოვრები ადამიანების მიერ იმ მხარეს დავიწყება, მხასადაც დაიბადნენ. ჩვენ თავიდანვე დიდ იმედს ვამყარებდით იმ ფაქტზე, რომ Woodstock-ის ფესტივალი თავის დროზე სწორედ სალივანში ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგიონი თავისი ინფრასტრუქტურით ტურისტებისთვის გასართობ ადგილს არ წარმოადგენდა, წლების მანძილზე აქ უამრავი ხალხი ჩამოდიოდა, – ისინი, ვისაც მუსიკა უყვარს. მათთვის სალივანი წმინდა სალოცავივითაა. სწორად წარმართული მენეჯმენტი და ინვესტიციები სალივანს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ რეგიონად აქცევს.

ამ გეგმის განხორციელება 1998-99 წლებში დავიწყეთ. ჩვენ მიერ მოწყობილ ღონისძიებებს ათიათასობით ადამიანი ესწრებოდა. ფესტივალზე მოვიწვიეთ ის ლეგენდარული მუსიკოსები, რომლებიც თავის დროზე Woodstock-ის ფესტივალზე გამოდიოდნენ და, მათ გარდა, დღევანდელი ვარსკვლავებიც. ამ ხალხის სცენაზე დაბრუნებამ მაყურებელში უსაზღვროდ დიდი ემოცია გამოიწვია, ხოლო თავად ეს ორმოცდაათი, სამოცი, სამოცდაათი წლის მუსიკოსები კიდევ უფრო ბედნიერები ჩანდნენ. ჩვენ ძალისხმევა არ დავიშურეთ, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე ყოფილიყო შესრულებული: ამფითეატრი, აკუსტიკა, განათებები.სულ 4,500 დასაჯდომი ადგილი იყო, ხოლო დარბაზი 10,500 კაცს იტევდა. დიზაინერებმა ყველა დეტალი წინასწარ გათვალეს, ისიც კი, რომ მუსიკოსებს სცენიდან თითოეული მაყურებლის კარგად დანახვა შეძლებოდათ.

ხელოვანებს განსაკუთრებულად უყვართ კომფორტი, ამიტომაც მათთვის გასახდელი და მოსასვენებელი ოთახები ცალკე მოვაწყვეთ, კვებაც შესანიშნავი ჰქონდათ. უზრუნველვყავით ავტოპარკინგი, რადგანაც ბევრ ჯგუფს უზარმაზარი ტრაილერებით მოუწია ჩამოსვლა. ამ ღონისძიების პროცესში ბევრი ჩემთვის უცნობი რამ ვისწავლე.

ახლახან Bethel Woods-ში მეექვსე სეზონიც ჩავამთავრეთ. ჩვენ შეგნებულად არ გვსურდა, რომ ამ ღონისძიებებისთვის Woodstock-ი გვეწოდა, ვინაიდან ეს მხოლოდ ორმოცი წლის წინანდელი ფესტივალის გაცოცხლება არ იყო, არამედ სრულიად ახალი აღმოჩენა გახლდათ, რომელიც იქ მყოფთათვის სალივანში ხელახლა დაბრუნების სტიმულად იქცევა.

ჩვენ შევძელით დაახლოებით 17 000-მდე კაცი ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოგვეყვანა. მაყურებლებს შორის იაპონელებიც შევამჩნიე. ზოგიერთი მათგანი სალივანში მხოლოდ იმისათვის იმყოფებოდა, რომ იმ ადგილას დამდგარიყო, სადაც 1969 წლის Woodstock-ის ფესტივალზე სცენა იყო აღმართული. „ჩვენ აქაური ენერგეტიკა უნდა შევიგრძნოთ”, – ამბობდნენ ისინი.

ამ პროცესების განსაკუთრებით სასიამოვნო ნაწილს კი წერილები წარმოადგენს, რომელსაც დღემდე გვიგზანიან. „დიდი მადლობა იმისათვის, რომ Bethel Woods გვაჩუქეთ”, – გვწერენ ისინი. ჩემი აზრით, რთულია ნებისმიერ რამეზე გადაჭრით ითქვას, რომ ყველასათვის სიკეთის მომტანია, მაგრამ Bethel Woods სწორედაც რომ გამონაკლისი აღმოჩნდა – მას ყველასთვის ბედნიერება მოაქვს!”