ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის 291-ე ადგილზეა

ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის 291-ე ადგილზეა

ფორბსის მონაცემებით, 2015 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.2 მილიარდი დოლარია. ფორბსის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში ის ამჟამად 291-ე ადგილს იკავებს. 

ბიძინა ივანიშვილის ქონება 2014 წელსაც 5.2 მილიარდი დოლარი იყო და რეიტინგში 270-ე ადგილს იკავებდა. 2013 წელს კი ის 5.3 მილიარდის ქონებას ფლობდა და რეიტინგში 229-ე იყო. 2011 წელს, პოლიტიკაში მოსვლამდე, ივანიშვილის ქონება 5.5 მილიარდი  დოლარი იყო და მსოფლიო რეიტინგში 185-ე ადგილს იკავებდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.