ბილ და მელინდა გეიტსები ოფიციალურად განქორწინდნენ

ბილ და მელინდა გეიტსები ოფიციალურად განქორწინდნენ

სასამართლოს მიერ ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ბილ და მელინდა გეიტსები, 27-წლიანი თანაცხოვრების შემდგომ, ოფიციალურად განქორწინდნენ.

ჯერჯერობით უცნობია წყვილის განქორწინების კონტრაქტის დეტალები, რომელიც დაშორების შემდგომ ქონების გადანაწილებას განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრებაზე შეთანხმდა. გარდა ამისა, სასამართლომ დაშორების შემდგომ ალიმენტის გადახდა არცერთ მხარეზე არ დააწესა, მელინდა გეიტსი კი გვარის შეცვლას არ აპირებს.

როგორც სასამართლო დოკუმენტზე დაყრდნობით ხდება ცნობილი, მელინდას განცხადებით გეითსების ქორწინების შენარჩუნება შეუძლებელი იყო. დოკუმენტის თანახმად, ყოფილ მეუღლეებს ქორწინებამდე კონტრაქტი არ გაუფორმებიათ, შესაბამისად ჯერ უცნობია, თუ როგორ გადანაწილდება მათი ქონება და აქციები. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, მელინდა გეითსი განქორწინების შემდგომ Coca-Cola Femsa-ს 25,8 მილიონ აქციას (4,9%-იან წილი), ხოლო Grupo Televisa SA-ს აქციების 6,7%-ს, შესაბამისად 155,4 მილიონ აქციას მიიღებს.

Microsoft-ის 65 წლის თანადამფუძნებელმა და მისმა 56 წლის მეუღლემ განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება მაისში მიიღეს. მიუხედავად ამისა, ყოფილი მეუღლეები აპირებენ ერთად განაგრძონ „ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდის“ მართვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *