„ბიტკოინის პიონერი“ მირჩა პოპესკუ 41 წლის ასაკში  გარდაიცვალა -  დღემდე უცნობია, რა ელის მის ქონებას

„ბიტკოინის პიონერი“ მირჩა პოპესკუ 41 წლის ასაკში  გარდაიცვალა -  დღემდე უცნობია, რა ელის მის ქონებას

მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების მქონე ბიტკოინის მფლობელი, მირჩა პოპესკუ, 41 წლის ასაკში კოსტა-რიკის სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს. პოპესკუ ცნობილი იყო, როგორც ყველაზე დიდი ოდენობის ბიტკოინის ინდივიდუალური მფლობელი მსოფლიოში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოპესკუ დილას, ცურვის დროს ზღვაში დაიხრჩო. მიუხედავად იმისა, რომ პოპესკუს სიკვდილი მასთან დაახლოებულმა სამმა პირმა დაადასტურა, მის გარდაცვალებას ბევრი ისევ საეჭვოდ მიიჩნევს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მილიარდერის პირადი ვებგვერდი, 23 ივნისის, შესაბამისად, მისი გარდაცვალების დადასტურების შემდგომ გამოუყენებელია.

დღემდე უცნობია, თუ რა ელის პოპესკუს ციფრულ აქტივებს, რომლებიც მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულებისაა. ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი სააქციო ბირჟის, ნასდაქის მონაცემებით, პოპესკუს მფლობელობაში დაახლოებით 10 ათასი ბიტკოინი უნდა ყოფილიყო, რაც კრიპტოვალუტის დღევანდელი ღირებულებით 1 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

შესაბამისად, „ბიტკოინის პიონერი“ პოპესკუს ქონება შესაძლოა სამუდამოდ დაიკარგოს, რადგან ამ დრომდე არავინ იცის, თუ ვის აქვს წვდომა მის ციფრულ აქტივებთან. თუმცა, როგორც “Pomp Investments”-ის დამფუძნებელი, ანტონი პომპლიანო აღნიშნავს, პოპესკუს გარდაცვალების შემდგომ, მის მიერ დაგროვებული ბიტკოინის დაკარგვა უფრო მეტად ღირებულს გახდის სხვის ციფრულ ქონებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *