ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ბიზნესსექტორი 2015 წელს

ბიზნესსექტორი 2015 წელს

საქსტატის მონაცემებით, 2015 წელს წინა წელთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვა 14%-ით არის გაზრდილი და 56.9 მილიარდ ლარს შეადგენს.

საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება კი 15%-ით აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს და 30.0 მლრდ ლარია. 

2015 წლის მონაცემებით, ბიზნესსექტორში 34.6 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა (5.8% ზრდა) ვიდრე ეს იყო 2014 წელს. სულ დასაქმებულთა რაოდენობამ 626.7 ათასი პირი შეადგინა. მსხვილ საწარმოებში დასაქმდა 23.8 ათასით (7.2%-ით) მეტი ადამიანი და დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში 356 543 შეადგინა. საშუალო საწარმოებში დასაქმდა 9.9 ათასით (10.9%-ით) მეტი ადამიანი და დასაქმებულთა რაოდენობამ 100 843  შეადგინა. მცირე საწარმოებში დასაქმდა 873-ით (0.5%-ით) მეტი ადამიანი და დასაქმებულთა რაოდენობამ 169 353 შეადგინა. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 56.9 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 16.1 პროცენტი – საშუალო, ხოლო დარჩენილი 27.0 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის უმეტესობა (63%) თბილისზე მოდის, რომელსაც დიდი ჩამორჩენით მოსდევს აჭარა (9%) და იმერეთი (8%).

ბიზნესსექტორში საშუალო თვიურმა ხელფასმა 2015 წელს 896.8 ლარი შეადგინა, რაც 12%  აღემატება 2014 წლის ანალოგიურ მონაცემს. ყველაზე მაღალი ანაზღაურება მსხვილ ბიზნესში დასაქმებულებს აქვთ (1,130.8 ლარი), რომელსაც მოსდევს საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა ანაზღაურება (783.0 ლარი), ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი მცირე ბიზნესში დასაქმებულებს აქვთ (582.0 ლარი).

გააზიარე