"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში. დავიბადე 1989 წლის 10 აგვისტოს".

განათლება საფინანსო საქმიანობაში

6648

განათლება საფინანსო საქმიანობაში

საფინანსო საქმიანობა დღეისათვის საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, ხოლო აღნიშნულ სექტორში მომუშავეთა ანაზღაურება ყველაზე მაღალი. ბოლო 5 წლის განმავლობაში, საფინანსო საქმიანობის საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა 17%-ს მიაღწია, ხოლო 2015 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით, საფინანსო საქმიანობაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 549 ლარი შეადგინა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ პროფესიონალი კადრების არსებობა ფინანსური სექტორის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საქართველოში საფინანსო სფეროს გავნითარებასთან ერთად წლიდან-წლამდე იზრდებოდა სტუდენტთა მხრიდან მოთხოვნა აღნიშნული პროფესიის დაუფლებაზე. წლების მანძილზე ბიზნესისა და მართვის მიმართულებით კურსდამთავრებულთა წილი მთლიანი კურსდამთავრებულების თითქმის მესამედს შეადგენდა და 27-32%-ს შორის მერყეობდა. 2015 წელს, ბიზნესისა და მართვის მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 5.6 ათასმა სტუდენტმა დაამთავრა. 

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი თავის მხრივ მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფინანსები, საბანკო საქმე, სადაზღვევო საქმე, ბიზნესის მართვა, საბუღალტრო აღრიცხვა, მარკეტინგი, მენეჯმენტი და სხვა. ბიზნენსისა და მართვის ფაკულტეტი ზოგიერთ უნივერსიტეტში დაყოფილია სპეციალობების მიხედვით, ზოგიერთ უნივერსიტეტში კი სპეციალობები გამიჯნილი არაა და კურსდამთავრებულთა საბოლოო სპეციალობას ზოგადად ბიზნესის ადმინისტრირება წარმოადგენს. შესაბამისად, 2015 წელს ფინანსების მიმართულებით კურსდამთავრებულთა 67% ზოგადად ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია, 18%-ს კონკრეტულად ფინანსები და საბანკო საქმე აქვს დამთავრებული, ხოლო 15%-ს საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin