

Grant Thornton
ინფოგრაფიკა – საინვესტიციო გეგმები გლობალურად და საქართველოში

ბოლო 4 წლის მონაცემებით, გლობალურ ეკონომიკაში საინვესტიციო გეგმები კვლავ მყარია. ფინანსური კრიზისის ფონზე ბიზნესები სამომავლოდ კვლავაც მოელიან მეტ სიცხადეს ეკონომიკურ ჭრილში, სანამ გრძელვადიან ოპერაციებს დაგეგმავენ საინვესტიციო მიმართულებით.
2015 წელს, გლობალური ბიზნესის 35% გეგმავს საწარმოო მიმართულებით კაპიტალდაბანდებას, ხოლო 20% – სამშენებლო მიმართულებით. ამ მხრივ, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, არ არის საგრძნობი ცვლილება. ყველაზე დიდი მზაობა ამ მიმართულებით შეინიშნება სამხრეთ ევროპის ქვეყნებსა (54%) და ლათინურ ამერიკაში (45%), მაშინ როცა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში მაჩვენებელი 27%–ია. ჩრდილოეთ ამერიკაში საგრძნობია სამშენებლო მიმართულებით ინვესტირება (37%). აფრიკის რეგიონში ამ მხრივ განსაკუთრებით ბოტსვანა (60%) და ნიგერია (30%) ვარაუდობენ გააქტიურებას. საქართველოს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია – 26% საწარმოო მიმართულებით და 12% სამშენებლო მიმართულებით.
შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად გლობალურ ეკონომიკაში საინვესტიციო დონე სტაბილურია, მაგრამ აქცენტები უფრო იკვეთება მზარდი R&D ინვესტირების მიმართულებით. ამ მხრივ, 2014 წლის 24% წინა წლის ბოლო კვარტალშივე 30%-მდე გაიზარდა. ამერიკაში ამ მიმართულებით კაპიტალდაბანდების მოლოდინი 14%-დან 37%-მდე გაიზარდა წინა წელთან შედარებით და გაუთანაბრდა ჩინეთის მაჩვენებელს (37%), რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას გასულ წელთან შედარებით. გერმანიამ (42%), საბერძნეთმა (40%) და იტალიამ (38%) გააორმაგა განსახორციელებელი R&D ინვესტიციები 2015 წლისთვის, მიუხედავად ევროზონაში არსებული გაურკვევლობისა. ბოცვანა და თურქეთი რჩება ტოპ ხუთეულში როგორც სამრეწველო, ასევე სამშენებლო და R&D ინვესტირების კუთხით არსებულ პროგნოზებში.
Grant Thorton-ის ბიზნეს–ანალიტიკური ბლოგი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა


მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პაროლები

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი (2025 წლის ივლისი)

საქართველოს ბანკსა და პარტნიორ ბანკებს შორის მომენტალური გადარიცხვების მეთოდის დასანერგად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რა ღირს ბინები თბილისის სხვადასხვა უბანში?
