Grant Thorton-ის ბიზნეს–ანალიტიკური ბლოგი

ექსპორტის ზრდის მოლოდინები საქართველოში და გლობალურად

ექსპორტის ზრდის მოლოდინები საქართველოში და გლობალურად

გლობალური ვაჭრობის შედეგად, 2014 წელი საექსპორტო ბაზრებისთვის პოზიტიური აღმოჩნდა. ექსპორტის ზრდის მოლოდინების კუთხით გასული წელი 2007 წლის შემდეგ საუკეთესო იყო, ბიზნესმენთა 20% მოელოდა გასვლას საერთაშორისო ბაზრებზე.

ტენდენცია ოდნავ შეიცვალა 2014 წლის ბოლო კვარტალში. ევროზონაში არსებული ეკონომიკური ვარდნის მიუხედავად, ბიზნესმენები რეგიონში მაინც ვარაუდობენ საექსპორტო ზრდას. ევროკავშირის ქვეყნებში, ბიზნესმენთა 29% ვარაუდობს საზღვარგარეთის ბაზრებზე გასვლას არა მხოლოდ გერმანიის, თურქეთის, ინდოეთისა და ჰოლანდიის დამაიმედებელი საექსპორტო მაჩვენებლების გამო, არამედ ისეთი მცირედ ოპტიმისტური მაჩვენებლების მქონე ქვეყნებშიც, როგორიცაა: საბერძნეთი (36%) და ესპანეთი (33%).

საქართველოში ეს მონაცემი 8%–ს შეადგენს, სანქცირებული რუსეთის საექსპორტო მოლოდინები კი ძალიან მცირეა – 2%. ასევე მცირე მოლოდინია იაპონურ ბიზნესში (6%). განსაკუთრებული საექსპორტო პოტენციალის მოლოდინი აქვთ თურქეთს, მექსიკას, ინდონეზიას, განსხვავებით ბრაზილიის, რუსეთის, ჩინეთის და ინდოეთისგან, სადაც მეტი აქცენტის გაკეთებას შიდა ბაზრების განვითარებაზე გეგმავენ.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

ავტორის სხვა მასალა