"დავიბადე 1993 წლის 3 დეკემბერს. 2012 წელს დავამთავრე ამერიკული აკადემია თბილისში და ამჟამად ვარ ნორთისტერნის უნივერსიტეტის (Northeastern University, Boston, Mass, USA) ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი".

მომხმარებელზე მორგებული ინოვაციები

მომხმარებელზე მორგებული ინოვაციები

“რა ფერის მანქანაც უნდა მყიდველს, იმ ფერის მანქანა ექნება, მანამ სანამ ის იქნება შავი,” (“You can have it in any color as long as it is black”) გადმოსცემს მეოცე საუკუნის ბიზნესმოდელს და დამოკიდებულებას პროდუქტის მიწოდებასა და მყიდველის სურვილებს შორის.

მანქანა, რომელმაც „ამერიკა ბორბლებზე შესვა“, ფორდის ტ-მოდელი იყო და ისტორიული ცვლილება გამოიწვია – ავტომობილი ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი და გამოყენებადი გახდა. საუკუნის წინ ჰენრი ფორდი ვერც წარმოიდგენდა, რომ მანქანის ფერს, მოდელს და ძრავას კომპანია კი არა, სწორედ ის მომხმარებელი განსაზღვრავდა, რომლის მოთხოვნები უმნიშვნელო იყო ფორდის მაშინდელი ბიზნესმოდელისთვის.

ისტორია გვაჩვენებს, რომ ერთ ინოვატორულ კომპანიას ყოველთვის მეორე ანაცვლებს. მომხმარებელზე მორგებული ინოვაციის ლიდერი ‘დელი’ იყო, რომელმაც 90-იან წლებში დაიწყო პერსონალური კომპიუტერების მოხმარებლის ზუსტ მოთხოვნებზე მორგება და მომხმარებელი გახადა ახალი პროდუქტების წარმოების წყარო. სტანდარტული პროდუქტის ნაცვლად, დელი საშუალებას გაძლევდა აგეწყო ის კომპიუტერი, რომელიც ზუსტად აკმაოფილებდა ფუნქციონალურ და ფინანსურ მოთხოვნებს. ამ ტექნიკას მასობრივ მოხმარებელზე მორგებული პროდუქტი ერქვა (mass customization). აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტერმინების თარგმნას არსებული ლიტერატურით ვცდილობ, ზუსტად ამიტომ ინგლისურ ვერსიასაც შემოგთავაზებთ, თარგმანში არსი რომ არ დაიკარგოს.

მასობრივ მომხმარებელზე მორგებულმა პროდუქტმა, მას შემდეგ, თითქმის ყველა ინდუსტრიაში მოიკიდა ფეხი – ავტომობილის წარმოებიდან ჯანმრთელი საკვების ინდუსტრიით დამთავრებული – და მას იყენებენ ისეთი ისტორიულად სტანდარტული პროდუქტის მწარმოებელი კომპანიები, როგორებიცაა Mcdonalds და Starbucks. დღევანდელ ბიზნესში მოხმარებელზე მორგებული ინოვაციის ბუმია. ონლაინ-რეჯიმში შეგიძლია იყიდო მაისური და რაც გინდა ის დააწერო/დაახატო, შეგიძლია ყვავილების თაიგული შენით შექმნა, ბრენდების ნაწარმს საკუთარი სახელი დააწერო და ა.შ.  კომპანიები ცდილობენ გამოიყენონ ყველა ხრიკი, რომ აგრძნობინონ მომხმარებელს, თუ რამდენად მნიშველოვანია ის მათთვის. მომხმარებელზე მორგებული ინოვაცია კომპანიის მართვისას მრავალხრივ დივიდენდებს იძლევა :

1. მცირდება ინვენტარი 2. გამომდინარე პირველი უპირატესობიდან, ბიზნესი ხდება უფრო ცოცხალი და მოძრავი და აქვს უნარი სწრაფად შეიცვალოს სტრატეგული მიმართულება 3. ბიზნესს არ სჭირდება საწარმოო კაპიტალი – როდესაც შეკვეთა ხორციელდება, მხოლოდ მაშინ მზადდება პროდუქცია. 4. რადგან მომხმარებელი იღებს ზუსტად იმ პროდუქტს, რაც მას უნდა იზრდება: a. მომხმარებლის პროდუქტით კმაყოფილება b. ერთგულება c. და მეტი შანსია რომ მან შენგან სხვა პროდუქტები იყიდოს ან კიდევ ერთხელ იყიდოს ძველი შენაძენი. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ბიზნესის ტრენდი კეთილგანწყობილია მომხმარებელზე მორგებული პროდუქტის მიმართ, არსებობენ გამონაკლისებიც – მაგალითად Apple სტანდარტულ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. გამონაკლისების არსებობა არ განაპირობებს დაშვების არასწორობას. ყველა ბიზნესი და ბიზნესმოდელი სხვადასხვაგვარია და ინოვაციის ძიების სხვადასხვა გზას მიყვებიან. მომხმარებელზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი ბიზნესის მართვისა და დაგეგმარების ინოვაციური მეთოდია და შეიძლება საინტერესო ალტერნატივა იყოს ქართველი ანტრეპრენიორებისთვის.

გააზიარე