"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა “ნოკია“?

როგორ გამდიდრდა “ნოკია“?

2019 წელს კომპანია “ნოკიამ“ 23 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიის აქტივები 44 მილიარდი, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 32 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 98 ათას ადამიანზე მეტი. “ნოკიას“ საუკეთესო წლები 2007-2008 იყო, როცა 50 მილიარდ დოლარამდე წლიური შემოსავალს იღებდა. მომდევნო წლებში “სამსუნგთან“ და “აიფონთან“ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი დათმო. 1999 წლიდან 2010 წლის ჩათვლით “ნოკიას“ ბრენდის მობილური ტელეფონები ყველაზე მეტად გაყიდვადი იყო. 2007-2010 წლებში წელიწადში 400 მლნ ცალზე მეტ ტელეფონს ჰყიდდა.

1865 წელს, ფინელმა სამთო-ინჟინერმა, ფედერიკ იდესტამმა ფინეთის ქალაქ, ტამპერესთან ახლოს მერქნის გადამამუშავებელი ქარხანა დაარსა და ქაღალდის წაემოება დაიწყო. 1968 წელს მეორე საწარმო გახსნა პატარა ქალაქ, ნოკიასთან ახლოს. აქვე ჩამოედინებოდა მდინარე ნოკიანვირტა, რომლის მეშვეობითაც მერქნის საფქვავი საწარმო მუშაობდა. 1871 წელს იდესტს მეგობარი ლეო მეშელინი შეუერთდა, რომელსაც წილი დაუთმო და კომპანიას “ნოკია“ დაარქვეს. 1896 წლამდე კომპანიას იდსტი მართავდა. შემდეგ ის მეშელინმა ჩაანაცვლა, რომლის მიზანი ელექტროწარმოების დაწყება იყო.

1898 წელს, ედუარდ პოლონმა დააარსა რეზინის ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია (Finnish Rubber Works), რომელიც მოგვიანებით “ნოკიას“ შეუერთდა და ამ დასახელების პროდუქციას უშვებდა. 1912 წელს შეიქმნა მომავალში ნოკიას კონგლომერატის კიდევ ერთი მონაწილე, Finnish Cable Works, რომელიც სატელეფონო და სატელეგრაფო კაბელებს აწარმოებდა. 1922 წელს, “ნოკია“ და აღნიშნული 2 კომპანია “ნოკია ჯგუფში“ გაერთიანდა.

“ნიკია“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ფინეთში დაარსდა, შემდეგ გამოიარა პირველი მსოფლიო ომის პერიოდი, რუსეთთან განმათავისუფლებელი ომი, საბჭოთა კავშირის შეჭრა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდი. ყველა ამ რთულ პერიოდს კომპანიამ გაუძლო. ამის მთავარი მიზეზი წარმოების მრავალფეროვნება იყო; აწარმოებდა: ხეს, ქაღალდს, რეზინს, რეზინის ნივთებს, კაბელებს, ელექტრო მოწყობილობებს, სამედიცინო ტექნიკას და ა.შ.

1963 წელს, “ნოკიამ“ რადიოების გამოშვება დაიწყო. 1970-იანი წლების დასაწყისში, ტელევიზორების წარმოებას იწყებს და ევროპაში რიგით მესამე, ელექტროტექნიკის მწარმოებელი ხდება.

კომპანიის წარმატებაში და გამდიდრებაში გარდამტეხი იყო 1981 წელი, როდესაც “ნოკიამ“ ფიჭურ კავშირზე მომუშავე პირველი ტელეფონი გამოუშვა. ტელეფონი ავტომობილებისთვის იყო განკუთვნილი. 1980-იანი წლების ბოლოს პირველი მობილური ტელეფონი გამოუშვა, რომლის წონა ნახევარ კილომდე იყო და 4000 დოლარზე მეტი ღირდა.

“ნოკიას“ დიდი წვლილი მიუძღვის GSM–ის (გლობალური სისტემა მობილური კომუნიკაციისათვის) შექმნაში. სწორედ GSM სისტემამ შეუწყო ხელი მობილური ტელეფონების შემდგომ წარმატებას, განსაკუთრებით როუმინგის და SMS-ის ფუნქციების განვითარებას. 1994 წელს, “ნოკიას“ ტელეფონით უკვე SMS-ის გაგზავნა იყო შესაძლებელი.

1998-2007 წლები, “ნოკიასთვის“ ძალიან წარმატებული იყო. მობილურის მისი მოდელები ყველაზე კარგად იყიდებოდა. 2009 წელს, “ნოკია“ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდებს შორის მე-5 ადგილზე იყო. თუმცა, 2007 წლიდან კომპანიის საბაზრო წილმა თანდათან კლება იწყო, რისი მიზეზიც კონკურენტების გაძლიერება და მათ სენსორულ სმარტფონებზე მოთხოვნის ზრდა გახდა. ასეთი მწარმოებლები ძირითადად იყვნენ, Apple და კომპანია Google-ის ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე სხვა მოწყობილობები. 2011 წელს, “ნოკიამ“ თანამშრომლობა   “მაიკროსოფტთან“ დაიწყო. შედეგად, ნოკიას ყველა სმარტფონში ოპერაციული სისტემა Symbian-ი Windows Phone-მა შეცვალა. თუმცა, თანამშრომლობით მიღებული პროდუქტი წარუმატებელი აღმოჩნდა და “ნოკიას“ ტელეფონების გაყიდვები დრამატულად შემცირდა. ფაქტობრივად, “ნოკიას“ ტელეფონი ბაზრიდან გაქრა.

2013 წლის ბოლოს, “ნოკია“ კომპანია “მაიკროსოფტმა“ შეიძინა 7.2 მილიარდ აშშ დოლარად. “მაიკროსოფტის“ რამოდენიმე მცდელობის მიუხედავად, “ნოკიას“ ტელეფონებმა ძველი დიდება ვეღარ დაიბრუნა, თუმცა “ნოკია“ ისევ აქტიურად მოღვაწეობს ტექნოლოგიების სხვა სექტორებში, განსაკუთრებით გლობალური ციფრული ქსელების განვითარებაში.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა