"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."

სტრატეგიების რემიქსი

სტრატეგიების რემიქსი

კოლაბორაცია, როგორც კონკურენტუნარიაონობის მოპოვების თანამედროვე მიდგომა, სულ უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე ბიზნესსამყაროში. ამაზე ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ იწერებოდა. როგორ უნდა ჩავანაცვლოთ სისხილაინი ომები ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობით?  რა არის წარმატების უტყუარი და ეფექტური საშუალება, რომელიც გლობალიზაციის მთავარ გამოწვევას წყვეტს? ( ჩან კიმი, 2004).

კომპანიებზე დაკვირვების შედეგად ბევრი განსხვავებული პასუხი შეიძლება გაიცეს ამ კითხვებზე. თუმცა, მოცემულ მომენტში, ყველაზე დამაჯერებლი ღირებულებების გაზიარების კონცეფციაა, რომელიც სტრატეგიულ მენეჯმენტში განვითარების უმაღლეს მიღწევად მიიჩნევა. ეს ბლოგიც სწორედ სტრატეგიების ახლებურ გააზრებას, კლასიკური მიდგომების რემიქსებს, გაფართოებას  ეხება, სადაც კომპანიებს უფრო დიდი შანსი აქვთ იპოვონ საჭირო პარტნიორები და ისე დაკავშირდნენ, რომ ღირებულებების გაზიარებით მეტი ფასეულობა შექმნან.

სამი ძირითადი კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დასუვათ საკუთარ თავს, გადაწყვეტილების მიღებამდე, შემდეგია:

1. რა ბიზნეს კომბიანციას უნდა მივმართოთ და ვისთან?
2. როგორ უნდა ვმართოთ ახალი წარმონაქმნი?
3. გაამართლებს თუ არა თანამშრომლობით მიღებული შედეგები?

მნიშვნელოვანია, სწორ დროს დავსვათ ეს კითხვები და პასუხების ძიება დავიწყოთ, რათა მივაგნოთ ბიზნეს კომბინაციების ყველაზე ეფექტურ ფორმებს და შევქმნათ ახალი  სტრატეგიულ რემიქსები. ამ კითხვების მნიშვნელობის გასააზრებლად უცვლელად გთავაზობთ ჰარვარდის პროფესორის, სტრატეგიების სპეციალისტის  ბენჟამენ გომეს-კასირასის ეგრეთწოდებულ სამ ფუნდამენტურ „კანონს“ :

წესი პირველი პირველ კითხვას ეხმიანება. უნდა ვიფიქროთ ბიზნესების ისეთ კომბინაციებზე, რომელსაც აქვს პოტენციალი შექმნან უფრო მეტი ფასეულობა, ვიდრე ცალ-ცალკე შეძლებდნენ. ზუსტად უნდა განვსაზღვროთ ის რგოლები, რომლის დაინტეგრირებიტაც უფრო მეტ ღირებულებას მივიღებთ. ეს წესი კლასიკური სინერგიის ეფექტს ეყრნოდა, სადაც 1+1=3 .

წესი მეორე მენეჯერულ გამოწევევბს ეხმიანება. ის  ცდილობს პასუხი გასცეს მეორე კითხვას.  აქ მნიშვნელოვანია, ბიზნეს  კომბინაციის ისეთი დიზაინი და მართვა მოხდეს, რომ შესაძლებელი გახდეს გაერთიანებული ფასეულობების  რეალიზება. პარტნიორის არჩევისას უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დაგვეხმარებიან ისინი ჩვენი სტრატეგიული მიზნების ეფექტურად განხორციელებაში.

წესი მესამე მოტივაციის სქმებეს ეხება. კოლაბორაციაში ჩართული  ბიზნესები უნდა იღებდნენ ისეთ და იმდენ ღირებულებას ამ თანამშრომლობით, რომ მათ მოუნდეთ მაქსიმალური ჩართულობა  ამ გაერთიანებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გრძელვადიანი ეფექტი გვჭირდება და წინასწარ დასადგენია  ღირებულებების გაზიარების სამართლიანი მოდელები, სადაც არ მოხდება მეტი ფასეულობის წანაცვლება მხოლოდ ერთი მიმართულებით.

ამ სამი წესის გააზრება წარმატებული გადაწყვეტილების წინაპირობაა. მომავალში კონკრეტულ ინსტრუმენტებზე დავწერ, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ აქტივობების და ღირებულებების გაზიარება, როგორ და სად ვიპოვოთ სწორი პარტნიორები, რათა გაერთიანებული ძალებით უფრო წარმატებულად ვაქციოთ ჩვენი ბიზნესი.

დასასრულს კი გირჩევთ: დროულად დასვით სწორი კითხვები, არ შეგეშინდეთ იმპროვიზაციების და გამოიყენეთ რეკომენდაციები, რომ ხვალ უფრო წარმატებული იყოთ ვიდრე დღეს ხართ, რომ ხვალ სხვამ არ დაიკავოს ადგილი, რომელსაც თქვენზე ადრე მიაგნო მარტო იმიტომ, რომ თქვენ კითხვების დასმა დააგვიანეთ და რემიქსების შეგეშინდათ.

გააზიარე