"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილზეა

Forbes-WEB-24030702

ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების განახლებულ რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილზეა 176 ქვეყანას შორის.

მეთოდოლოგია

ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას ორი ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაცია იკვლევს. ესენი არიან ფრეიზერის ინსტიტუტი და ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი. კვლევებზე დაყრდნობით, ისინი ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგს ადგენენ. ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის რეიტინგი 26 თებერვალს განახლდა.

ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ცენტრია, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს 1995 წლიდან აქვეყნებს. 2024 წელს გამოქვეყნებული ინდექსი ძირითადად 2022-2023 წლების მდგომარეობას ასახავს.

ეკონომიკური თავისუფლების დონე 4 ჯგუფად განაწილებულ 12 კრიტერიუმზე დაკვირვებით განისაზღვრება, ესენია: 1. კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, კორუფციის დონე), 2. მთავრობის ზომა (საგადასახადო ტვირთი, მთავრობის ხარჯები, ფისკალური სტაბილურობა), 3. რეგულაციების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება), 4. ღია ბაზრები (საგარეო ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).

ინფორმაციის წყარო სხვადასხვა კვლევა და ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებია. ცალკეული კრიტერიუმი მაქსიმუმ 100 ქულით ფასდება და ქვეყნის საბოლოო ქულა 0-დან 100-მდე მერყეობს. საბოლოო ქულების მიხედვით ქვეყნები 5 ჯგუფში ნაწილდებიან: 1. 80-100 ქულა – თავისუფალი ქვეყნები. ასეთი მხოლოდ 4 ქვეყანაა; 2. 70-79.9 ქულა – მეტწილად თავისუფალი ქვეყნები; 3. 60-69.9 – ზომიერად თავისუფალი ქვეყნები; 4. 50-59.9 ქულა – მეტწილად არათავისუფალი ქვეყნები და 5. 0-49.9 ქულა – რეპრესირებული ქვეყნები.

საქართველო ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

26 თებერვალს გამოქვეყნებული ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 32-ე ადგილზეა (176 ქვეყანას შორის) 68.4 ქულით. ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 0.3 პუნქტით შემცირდა, თუმცა, სხვა ქვეყნების ქულების მეტად შემცირების გამო, საქართველომ რეიტინგში 35-ე ადგილიდან 32-ზე აინაცვლა. საქართველო ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია.

საქართველოს ქულები შეფასების 12 კრიტერიუმიდან 6-ში შემცირდა, 3 უცვლელად დარჩა, ხოლო 3-ში გაუმჯობესდა.

შეფასების კრიტერიუმები

20232024

ცვლილება

ფისკალური სტაბილურობა

43.0

39.9

-3.1

მონეტარული თავისუფლება

72.0

69.3

-2.7

კორუფციის დონე

62.9

61.1

-1.8

საკუთრების უფლება

54.3

53.3

-1.0

სასამართლოს ეფექტიანობა

55.5

54.8

-0.7

მთავრობის ხარჯები

70.0

69.6

-0.4

ინვესტირების თავისუფლება

80.0

80.0

0.0

ფინანსური თავისუფლება

80.0

80.0

0.0

საგადასახადო ტვირთი

89.1

89.1

0.0

საგარეო ვაჭრობის თავისუფლება

86.0

86.4

0.4

შრომის თავისუფლება

62.1

63.0

0.9

ბიზნესის თავისუფლება

69.8

74.4

4.6

წყარო: The Heritage Foundation

ყველაზე მეტად 3.1 პუნქტით საქართველოს ქულა ფისკალურ სტაბილურობაში შემცირდა, რაც პანდემიის გამო გაზრდილმა ბიუჯეტის ხარჯებმა, ბიუჯეტის დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა განაპირობა (ასახულია 2022 წლის მდგომარეობა).

2.7-ით შემცირდა მონეტარული თავისუფლების ქულა, რაც გასული წლების მაღალმა ინფლაციამ განაპირობა. გაუარესდა კორუფციის, საკუთრების დაცვისა და სასამართლოს ეფექტიანობის ქულებიც.

ყველაზე მეტად გაიზარდა ბიზნესის თავისუფლების ქულა  – 4.6-ით. შრომის თავისუფლების ქულა 0.9-ით გაიზარდა.

ამჟამად საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 39.9 ფისკალურ სტაბილურობაში აქვს. შემდეგ მოდის საკუთრების უფლება 53.3 ქულით და სასამართლოს ეფექტიანობა 54.8 ქულით.

ყველაზე მაღალი ქულა  – 89.1 საქართველოს საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქეში აქვს. შემდეგ მოდის საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება 86.4 ქულით.

რეიტინგში საქართველო ყველაზე მაღალ პოზიციას – მე-7 ადგილს 2017 წელს იკავებდა. 32-ე ადგილზე ქვემოთ კი ბოლოს 2004 წელს იყო.

საქართველოს პოზიცია ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში

წყარო: The Heritage Foundation
ქვეყნები, სადაც ეკონომიკური თავისუფლების დონე ყველაზე მაღალია

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველ ადგილზე სინგაპურია 83.5 ქულით, რომლის ქულა ბოლო წელს 0.4-ით შემცირდა, მაგრამ მაინც პირველი ადგილი შეინარჩუნა. მეორეზე შვეიცარიაა 83 ქულით. პირველ ოთხეულში, ანუ თავისუფალ ქვეყნებში, ხვდებიან ასევე ირლანდია და ტაივანი.

გეოგრაფიულად საქართველოს მეზობელი ქვეყნები შემდეგ პოზიციებს იკავებენ:

  • სომხეთი 47-ე ადგილი (დაწინაურდა 3 ადგილით)
  • აზერბაიჯანი 70-ე ადგილი (დაწინაურდა 5 ადგილით)
  • თურქეთი 102-ე ადგილი (დაწინაურდა 2 ადგილით)
  • რუსეთი 131-ე ადგილი (ჩამოქვეითდა 6 ადგილით)

რეიტინგში ბოლო ადგილზე ჩრდილოეთი კორეაა 2.9 ქულით, ანუ ამ ქვეყანაში ეკონომიკა ყველაზე არათავისუფალია. ბოლოდან მეორეზე კუბაა 25.7 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამეზე ვენესუელაა 28.1 ქულით.

ტოპ-10 ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით

 

ქვეყანა

ქულა

1

სინგაპური

83.5

2

შვეიცარია

83.0

3

ირლანდია

82.6

4

ტაივანი

80.0

5

ლუქსემბრუგი

79.2

6

ახალი ზელანდია

77.8

7

ესტონეთი

77.8

8

დანია

77.8

9

შვედეთი

77.5

10

ნორვეგია

77.5

წყარო: The Heritage Foundation

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა