"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

საქართველო გლობალური თავისუფლების რეიტინგში

Forbes-WEB-22070511

გლობალური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 110-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

გლობალური თავისუფლების რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აქვეყნებს. ბოლო რეიტინგი 210-მდე ქვეყანას და ტერიტორიულ ერთეულს მოიცავს. მონაცემები ყოველწლიურად ნახლდება. 2022 წელს გამოქვეყნებული რეიტინგი 2021 წლის რეალობას ასახავს.

თავისუფლების რეიტინგი პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების დონის მიხედვით დგება. პოლიტიკური უფლებები მოიცავს: საარჩევნო პროცესს, პოლიტიკურ პლურალიზმს და მთავრობის მუშაობას. სამოქალაქო თავისუფლება მოიცავს: სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ასოციაციების და ორგანიზაციების უფლებებს, სამართლის უზენაესობას და პერსონალურ ავტონომიას და ინდივიდუალურ უფლებებს.

რეიტინგში ქვეყანას მაქსიმუმ 100 ქულის დაგროვება შეუძლია, მეტი ქულა მეტ თავისუფლებას ნიშნავს. მაქსიმუმ 40 ქულა მოდის პოლიტიკურ უფლებებზე და მაქსიმუმ 60 ქულა მოდის სამოქალაქო თავისუფლებაზე. ქვეყნებზე დაკვირვება ღია მონაცემებზე დაყრდნობით და ექსპერტული შეფასებებით ხდება.

ქულების მიხედვით ქვეყნები იყოფიან თავისუფალ, ნაწილობრივ თავისუფალ და არათავისუფალ ქვეყნებად.

საქართველო თავისუფლების რეიტინგში

„ფრიდომ ჰაუსის“ მიერ 2022 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავისუფლების ინდექსში 58 ქულა აქვს და 110-ე ადგილს იკავებს. 58 ქულით ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში ხვდება. პოლიტიკურ უფლებებში საქართველოს 22 ქულა (40-დან) აქვს, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებაში 36 ქულა (60-დან). 2021 წლის კვლევით საქართველოს 60 ქულა ჰქონდა და 106-ე ადგილს იკავებდა. ბოლო წელს 1 ქულით პოლიტიკურ უფლებების ნაწილი გაუარესდა, 1 ქულით კი სამოქალაქო თავისუფლებების. 2020 წელს საქართველო 61 ქულით მე-100 ადგილზე იყო.

ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ოლიგარქიული გავლენა ზემოქმედებს პოლიტიკურ საქმიანობაზე, გადაწყვეტილებებსა და მედიაგარემოზე, საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში პრობლემურ საკითხად რჩება კორუფცია. რაც შეეხება მედიას, მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა ხშირ შემთხვევაში მიკერძოებულია. პრობლემად რჩება სასამართლოს საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა.

საქართველოს ქულა გლობალური თავისუფლების ინდექსში

წყარო: Freedom House

ყველაზე მაღალი თავისუფლების დონის მქონე ქვეყნები

„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ქვეყნები ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი არიან, რომლებსაც მაქსიმალური, 100 ქულა აქვთ და პირველ-მესამე ადგილს ინაწილებენ. შემდეგ ახალი ზელანდია და კანადა მოდიან.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი თავისუფლების დონე სომხეთშია, რომელსაც 55 ქულა აქვს, 23 პოლიტიკურ უფლებებში და 32 სამოქალაქო თავისუფლებაში. სომხეთი რეიტინგში 114-ე ადგილზეა. თურქეთს 32 ქულა აქვს, 16-16 პოლიტიკურ უფლებებში და სამოქალაქო თავისუფლებაში. თურქეთი რეიტინგში 146-ე ადგილზეა. რუსეთს 19 ქულა აქვს, 5 პოლიტიკურ უფლებებში და 14 სამოქალაქო თავისუფლებაში, რეიტინგში 164-ე ადგილზეა. მეზობლებიდან ყველაზე დაბალი ქულა აზერბაიჯანს აქვს – 9 ქულა, 2 პოლიტიკურ უფლებებში და 7 სამოქალაქო თავისუფლებაში, რეიტინგში 186-ე ადგილზეა.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი თავისუფლება სამხრეთ სუდანში და სირიაშია, რომლებსაც 1-1 ქულა აქვთ. შემდეგ მოდის თურქმენეთი, ჩრდილოეთ კორეა და ერიტრეა, 3 ქულით.

თავისუფლების დონით ლიდერი ტოპ 10 ქვეყანა

 

ქვეყანა

ქულა

1

ფინეთი

100

2

ნორვეგია

100

3

შვედეთი

100

4

ახალი ზელანდია

99

5

კანადა

98

6

დანია

97

7

ნიდერლანდები

97

8

ურუგვაი

97

9

ირლანდია

97

10

ლუქსემბურგი

97

წყარო: Freedom House

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა