ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმები

ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმები

კარგ ფილმსა და ფავორიტ რეჟისორზე ადამიანებს სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვთ. ზოგისთვის პრეფერენციის მთავარი განმაპირობებელი რთული, ალუზიებით დატვირთული შინაარსი ხდება, ნაწილისთვის – ვიზუალური ეფექტები, ზოგიერთისთვის – საუნდტრეკები… ეს სია უსასრულო და ცვალებადია, მაგრამ ფილმებსაც გააჩნია დამაჯერებელი და სარწმუნო „მახასიათებელი“, რომელსაც შემოსავლიანობა ჰქვია. კინოპროდუქტისგან მიღებული თანხები შესაძლოა, არ იყოს მისი „სიკარგის“ პირდაპირი ინდიკატორი, მაგრამ, სულ მცირე, ადამიანების უდიდესი ნაწილის მხრიდან მისდამი ინტერესს ნამდვილად გამოტახავს.

Box Office Mojo გვთავაზობს ბოლო 30 წლის განმავლობაში გამოშვებულ იმ 20 ფილმის ჩამონათვალს, რომლებიც დღემდე ყველაზე მაღალშემოსავლიანობით ხასიათდებიან.

სახელი
შემოსავალი
გამოშვების წელი
ავატარი$2,847,246,2032009
შურისმაძიებლები: დასასრული$2,797,501,3282019
ტიტანიკი$2,201,647,2641997
ვარსვლავური ომები: ეპიზოდი VII$2,068,455,6772015
შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი$2,048,359,7542018
იურული პერიოდის სამყარო$1,670,516,4442015
მეფე ლომი$1,657,870,9862019
შურისმაძიებლები$1,518,815,5152012
ფორსაჟი 7$1,515,255,6222015
გაყინული 2$1,450,026,9332019

თუ სიას მეტად გავაფართოებთ და 50 ყველაზე წარმატებულ კინოპროდუქტზე ვისაუბრებთ, მათგან 26 Disney-ის გამოშვებულია, 8-8 Universal Studios-ისა და Warner Bros-ის, 2-2 20th Century Fox-ისა და Paramount-ის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროზე, კორონაპანდემიური ზარალი ფილმებზეც აისახა – კერძოდ, მათგან მიღებული შემოსავალი 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, $12.4 მილიარდით შემცირდა.