ამერიკაში არ მოიძებნება ბევრი ისეთი მეწარმე, რომელსაც გამბედაობა ეყოფა, თავი სტივ ჯობსსა და Apple-ს შეადაროს. ასეთი შეშლილის ნახვა მხოლოდ ჩინეთშია შესაძლებელი.
სწორედ აქ იპოვით ლი ჯუნს, ჩინეთის ყველაზე ცნობილი სმარტფონების კომპანიის -Xiaomi-ის დამფუძნებელს, ჯინსსა და შავ მაისურში გამოწყობილ მილიარდერს და თუ ლის დავუჯერებთ, სწორედ ის არის შემდეგი სტივ ჯობსი.
პეკინში დაფუძნებული Xiaomi-ი ყიდის Android-სმარტფონებს, სახელწოდებით MI-One-ს. ეს არის მაღალი სიმძლავრის ტელეფონი, რომელიც Qualcomm-ის ორმაგ პროცესორზე მუშაობს. ამასთან, მისი ფასი ბევრად დაბალია იმავე პარამეტრების მქონე სხვა ჩინურ ტელეფონებთან შედარებით. სიმძლავრისა და მისაღები ფასის ამგვარმა კომბინაციამ ჩინელი მომხმარებლის დიდი ყურადღება დაიმსახურა: ტელეფონი გასული წლის შემოდგომიდან იყიდება და პირველი 34 საათის განმავლობაში Xiaomi-მ 300000 წინასწარი შეკვეთა მიიღო. გაყიდვაში ჩაშვებიდან ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში კომპანიამ უკვე 3 მილიონზე მეტი MI-One-ი გაყიდა და ეს მაჩვენებელი იზრდება. ტელეფონი ძალიან პოპულარულია.გამაოგნებლად პოპულარული. Apple-ვით პოპულარული.
43 წლის ინვესტორი და სერიული მეწარმე ლიXiaomi-ის სახეა. ჯობსის მსგავსად, მასაც ძალიან ერთგული ფანები ჰყავს – ძირითადად გაჯეტებზე შეყვარებული ახალგაზრდა მამაკაცები. კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა ფანების წლიურ თავყრილობას და რეგულარულად ატარებს მომხარებლების შეკრებებს, რომლებსაც რელიგიური რიტუალის ელფერი დაჰკრავს- აქ მიმდევრები მღერიან, ერთმანეთს შეძახილებით ამხნევებენ და თამაშებს აწყობენ. ჩინეთშილის 4 მილიონზე მეტი მიკრობლოგის მიმდევარი ჰყავსდა ამიტომ იგი დიდ დროს უთმობს MiTalk-ს,Xiaomi-ის საკომუნიკაციო საიტს,რათა მომხმარებლის გამოხმაურებებს გაეცნოს.
ლის პირველი წარმატება იყო 2004 წელს საცალო ვაჭრობის ინტერნეტმაღაზიის, Joyo.com-ის,Amazon-ისათვის მიყიდვა $75 მილიონად. სამი წლის შემდეგ მანჰონკონგის საფონდო ბირჟაზე დაარეგისტრირა Kingsoft-ი, ანტივირუსის პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ფირმა. ლის განხორციელებული აქვს ინვესტიცია როგორც UC Web-ში, რომელიც ყიდის მობილურების პოპულარულ ბრაუზერს, ასევე YY.com-ში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ვიდეოაპლიკაციებს რეალური დროის რეჟიმში.
ლიმ Xiaomi-ი 2010 წელს შექმნა თავის მეგობართან, ლინ ბინთან ერთად. ბინი Microsoft-ისა და Google-ის ყოფილი ინჟინერია,ამჟამად კი-Xiaomi-ისპრეზიდენტი. ორივე დამფუძნებელი 43 წლისაა, დაოჯახებულია და ჰყავს ქალიშვილები (ლინს-სამი, ხოლო ლის – ორი). კომპანიის შექმნამდე ისინი თვეებს ატარებდნენ მაღალი სპეციფიკაციის დაბალფასიან ტელეფონზე ოცნებაში.
მათი დიდი იდეაა ტელეფონის ფასის სუბსიდირება მყიდველების მიერ სხვადასხვა მომსახურებაში მეტის გადახდის გზით – რაც არ განსხვავდება Apple-ის iPhone-ის მომხმარებლების მიერ App Store-ში პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვისგან.
ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს Xiaomi გახდეს Apple-თან შესადარი. Apple-თან შედარებაზე ლი არაერთგვაროვნად რეაგირებს. ერთიმხრივ, იგი აცხადებს, რომ ჯობსი მისი შთაგონების წყაროა, მაგრამ კონკრეტულ საკითხებში უარყოფს ამას. მაგალითად, როდესაც ჯობსის ჩაცმის სტილის კოპირებაზე საუბრობენ, იგი ამტკიცებს, რომ პროდუქტების გაშვების ცერემონიებზე მისი არაფორმალური ჩაცმულობა მხოლოდ ტანსაცმლის ინტერნეტ-მაღაზიის,Vancl-ის, რეკლამირების ფორმაა.
“თავიდან ძალიან ვღიზიანდებოდი, ძალიან. ახლა კი ამას ჩემთვის მნიშვნელობა აღარა აქვს”,-ამბობს ლი. მისი კოლეგები აცხადებენ, რომ იგი წყობიდან გამოდის, როცა მას “ლი-ბუ-სის” უწოდებენ, რაც კალამბურია ჯობსის ჩინურ სახელზე, “ქიაო-ბუ-სიზე”,მინიშნებით.
უნდა ითქვას, რომ ლიმ შესაძლოა Apple-ის ფანების რისხვა დაიტეხოს თავს, როცა აცხადებს, რომ ჩინეთში ისეთი წარმატების მიღწევა შეუძლია, რომლის მსგავსსაც ჯობსი ვერასოდეს მოახერხებდა.
“ჯობსს რომ ჩინეთში ეცხოვრა, ჩემი აზრით, წარმატებას ვერ მიაღწევდა”,-განაცხადა ლიმ Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.-„ჯობსი სკრუპულოზური პერფექციონისტი იყო, მაშინ როცა ჩინური კულტურა საშუალო დონეზე აკეთებს აქცენტს”. „ჩინეთში”, – ამბობს ლი, -“კომპრომისებზე წასვლაა საჭირო”.ეს ის გაკვეთილია, რომლის ათვისებაც ამერიკულ კომპანიებს უჭირთ: ამის მაგალითია Google-ის მიერ ჩინეთის დატოვება, რაც გამოწვეული იყო ძიების შედეგების მუდმივი ცენზურით.
ერთი რამ უდავოა: ლი ჩინეთში ჯობსის მსგავს ხმაურიან პოპულარობას ძალიან ადვილად აღწევს. თავდაპირველად ტელეფონის გაყიდვების სწრაფზრდას მან ძირითადად ხმის გავრცელებით მიაღწია, სატელევიზიო რეკლამებისათვის საჭირო დანახარჯების გარეშე. აჟიოტაჟი დღემდე გრძელდება: 3 მილიონი ტელეფონის გაყიდვის შემდეგXiaomi-ის გაყიდვები იზრდება და წლის ბოლომდე კომპანია ალბათ 5-დან 6-მილიონიან მაჩვენებელს მიაღწევს.
ლის გარშემო შექმნილი მითურიგარემო გარკვეულწილად განპირობებულია ჟუ ჰინგაისთან, Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე შესული კომპანიის, Qihoo 360 Technology-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან მომხდარი საჯარო დაპირისპირებით. უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $1,9 მილიარდს შეადგენს. ჟუ აცხადებს, რომ Xiaomi-ი ერთ ტელეფონშიდაახლოებით $100-ს იგებს, ლი კი ამტკიცებს, რომ ის ტელეფონებს იაფად ყიდის და სხვაობას მომსახურების საფასურიდან ფარავს. ამაზე ჟუ პასუხობს, რომ Xiaomi-ის კლიენტები უგუნური ახალგაზრდები ყოფილან, თუ მათ ლის განცხადებების სჯერათ.
უთანხმოების კიდევ ერთი წყარო: ჟუმ გაახმოვანა ინფორმაცია, რომ Xiaomi-ის დაფინანსების ბოლო რაუნდში კომპანია $4 მილიარდად შეფასდა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრი სწორი იყო, ამგვარი ინფორმაციის გაჟონვამ გაართულა გარიგების დასრულება კონფიდენციალობისადმი მგრძნობიარე ინვესტორებთან.
უთანხმოებას ისიც ამძაფრებს, რომ Qihoo ლის კომპანიის,Kingsoft-ის, კონკურენტია პერსონალური კომპიუტერების ანტივირუსის პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. Qihoo უფასოდ გასცემდა ანტივირუსის პროგრამას იმ მომხმარებლებზე, რომლებიც კომპანიის ბრაუზერს ჩამოტვირთავდნენ, რაც Kingsoft-ს პრობლემებს უქმნის. თვით ლის არაკეთილმოსურნეებიც კი აღიარებენ, რომ მოცემულ სფეროში უზარმაზარი შესაძლებლობები არსებობს. China Mobile-იწარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მსხვილ მობილურ ოპერატორს 677 მილიონი მომხმარებლით (მაისის ბოლოს მონაცემებით); შედარებისთვის მოვიყვანთ AT&T-ის მაგალითს, რომელსაც 100 მილიონზე ოდნავ მეტი მომხმარებელი ჰყავს (მარტის ბოლოს მონაცემებით). ჩინეთის მეორე და მესამე ადგილის მფლობელი ოპერატორები -China Telecom-ი და China Unicom-ი – ასევე აშშ-ის ნებისმიერ ოპერატორს უსწრებს სიდიდით.
მეტიც,ჩინელი მომხმარებელი სწრაფად გადადის სმარტფონებზე. Nomura-ს მონაცემებით, წელს ჩინეთში გაყიდული ტელეფონების ნახევარზე მეტი სმარტფონი იქნება, მომავალ წელს ეს მონაცემი 76%-მდე გაიზრდება. Topeka Capital Markets-ი აცხადებს, რომ წლის ბოლოსთვის ჩინეთში3G-ს მომხმარებელთა რაოდენობა 230 მილიონს მიაღწევს.
რა თქმა უნდა, Xiaomi-იჯერ კიდევ მცირე მასშტაბისაა მის სახელგანთქმულ მეტოქეებთან შედარებით. მეორე კვარტალში ჩინეთში სმარტფონების იმპორტმა 33,1 მილიონი ერთეულიშეადგინა. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 140 მილიონი სმარტფონს შეადგენს, და შესაბამისად, Xiaomi-ის ბაზრისწილი 5%-ზე ნაკლები იქნება.
თუმცა არსებობს გაფართოების დიდი პერსპექტივები როგორც ჩინეთში, ისე სხვა ქვეყნებში. დიდი საცდური არის ის, რომ Xiaomi-ის ტელეფონის ფასი $320-ია, რაც ბევრად ნაკლებია Apple-ის iPhoneის,4S-ის, ადგილობრივ ფასთან-$790-თან -შედარებით.
მიუხედავად ამისა, თვით დიდი მოთამაშეებისთვისაც კი საკმაოდ სერიოზული პრობლემები არსებობს:Nokia-ს, Research In Motion-სა და HTC-ს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ Apple-ისა და Samsung-ის დომინირებულ ბაზარზე შესაბამისი დონის შესანარჩუნებლად. Xiaomi-ი ცდილობს შუალედური პოზიცია დაიკავოს მაღალი დონის მეტოქეებსა და იაფფასიან მობილურ ტელეფონებს შორის. ამასობაში ლი მდიდრდება.
ივნისში Xiaomi-მ $216 მილიონი მოიზიდეს ჩურული კაპიტალის სახით- დაფინანსების ამ რაუნდში კომპანია $4 მილიარდად შეფასდა, რაც აღემატება Research In Motion-ის მიმდინარე საბაზრო კაპიტალიზაციას. ბოლო რაუნდის შემდეგ Xiaomi-ში ინვესტირებული კაპიტალის მთლიანმა მოცულობამ $500 მილიონი შეადგინა.
კომპანიის ინვესტორები არიან Morningside Group-ი, Qiming Venture Partners-ი, IDG-ი, Temasek-ი და DST Group-ის დამფუძნებელი იური მილნერი. წყაროებზე დაყრდნობით, ლი Xiaomi-ის ყველაზე დიდ ინვესტორად რჩება და კომპანიის 30%-სფლობს. შესაბამისად, იგი მილიარდერია.
მილიარდერთა კლუბში დასარჩენად, ლიმ უნდა შეინარჩუნოს კომპანიის ტელეფონებისა და საკუთარი კულტის მხურვალე მხარდაჭერა მომხმარებლების მხრიდან. სტივ ჯობსთან მუდმივი შედარება, რასაც შეიძლება სხვაგან არ ემუშავა, მის სასარგებლოდ მუშაობს ჩინეთის ადგილობრივ ბაზარზე.
“ისეთ კულტურას, როგორიც ჩინეთია, საკუთარი ჯობსი სჭირდება,” – აცხადებს ვენ ჩუ, ლის მიერ დაფინანსებული სავაჭრო ჯგუფის, Great Wall Club-ის გენერალური აღმასრულებელი დირექტორი. -ჩვენ გვსურს მისი წარმატების მომსწრენი გავხდეთ”.ამის მიღწევა ადვილი არ იქნება.
“Xiaomi-ის ძალიან გაუჭირდება Apple-ის მოდელის ჩინეთში განხორციელება,” -აცხადებს მაიკლ კლენდენინი, შანხაიში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანიის, RedTech Advisors-ის მმართველი დირექტორი.-„რაგინდ აღფრთოვანებული ვიყო ლი ჯუნით, როდესაც საქმე ეკოსისტემის განვითარებას ეხება, ის სტივ ჯობსი არ არის”.
კომპანიის გრძელვადიანი ამოცანაა ჩინური კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების, Huawei-ისა და ZTE-ის კვალს გაჰყვეს და გლობალურ ბაზარზე გავიდეს.
რამდენად აქვს კომპანიას ჩინეთის საზღვრების გადალახვის უნარი,მომავალ წელს გამოჩნდება, როდესაც Xiaomi-იპირველად გაიტანს თავის პროდუქციას საზღვარგარეთ. ლინ ბინი აცხადებს, რომ მას მოლაპარაკებები ჰქონდა ისეთ ოპერატორებთან, როგორიცაა Telefónica და Vodafone-ი, მაგრამ გარიგებები ჯერ არ შესრულებულა. ჩინეთში Xiaomi-ი ტელეფონების დისტრიბუციას ოპერატორების მეშვეობითაც ახორციელებს, მაგრამ კომპანია თავისი ტელეფონების ორ მესამედს პირდაპირ Xiaomi-ის ვებგვერდიდან ყიდის.
ჰანს ტუნგი, Qiming Venture Partners-ის პარტნიორი, აღნიშნავს, რომ თუ Xiaomi-ი წელიწადში 6-მილიონ ტელეფონს გაყიდის, მისი წლიური შემოსავალი $2 მილიარდს მიუახლოვდება.
მაგრამ ამ მასშტაბის ზრდის შენარჩუნება რთული იქნება. ის, რაც “ტკბილი ლუკმა”იყო 2011 წელს, ახლა კონკურენტი ტელეფონების დიდი მასის ერთ-ერთი პატარა ნაწილი გახდა. “საკმაოდ კარგი” Android-ან Windows-ს მარტფონის ფასი $100-მდეა შემცირებული, წინ კი უფრო დაბალი ფასები გველის.
“ამონაგები უზარმაზარია, მაგრამ მარჟები მნიშვნელოვნად მცირდება”, -აცხადებს მარკ ნატკინი, პეკინისMarbridge Consulting-ის მმართველი დირექტორი.
ლი თავის აზრზე დგას და აცხადებს, რომ სმარტფონებზე ფასების დაცემა ზიანს ვერ მიაყენებს მის ბიზნესს:”ჩვენ არ ვგეგმავდით მოგების მიღებას ტექნიკიდან. ასე რომ, ფასების ომი ჩემზე არ იმოქმედებს”. გაბედული, მაგრამ აშკარად მცდარი განცხადებაა: კომპანია გვერდს ვერ აუვლის იმ ფაქტს, რომ მასზე, როგორც ნებისმიერ სხვა კომპანიაზე, ფასების შემცირება უარყოფითად იმოქმედებს.
წარმატების შესანარჩუნებლად Xiaomi- მ უნდა შეინარჩუნოს ისეთი მომხმარებლების ერთგულება, როგორიცაა ჟანგ ჯი, ჟურნალის 24 წლის რედაქტორი. ჟანგი აცხადებს, რომ ტელეფონი მისი შთამბეჭდავი სპეციფიკაციების გამო შეარჩია და მის ოპერატიულ სისტემას აღწერს, როგორც “მაგარსა და მოხმარებისას კომფორტულს”. მაგრამ მას თანხა არ გადაუხდია აპლიკაციებში და ამბობს, რომ ფული რომ ჰქონდეს,iPhone-ის მომხმარებელი გახდებოდა.
აშკარაა, რომ Xiaomi- ის გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ სტივ ჯობსის მიერ აშენებული კომპანიის კონკურენტობას შეძლებს. ლი დარწმუნებულია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგის ამას მიაღწევს. დავაფასოთ მისი განსხვავებული შეხედულება.
“Apple-ი დიდებული კომპანიაა”,-ამბობს ლი. თუ ლის დავუჯერებთ, Xiaomi- ის შეუძლია მასზე ერთი ნაბიჯით წინ წავიდეს.