ჩინური გიგანტი შაომი ჰუავეის ანაცვლებს

ჩინური გიგანტი შაომი ჰუავეის ანაცვლებს

ბოლო პერიოდში აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა Huawei-ის გაყიდვები საგრძნობლად შეამცირა. 2020 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, Huawei-ის მობილური ტელეფონების გაყიდვები წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებთ 41.1%-ით შემცირდა. სმარტფონების ბაზარზე შესაბამისად წარმოქმნილ სიცარიელეს კი ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Xiaomi ავსებს.

2020 წლის დასასრულისთვის, სმარტფონების გაყიდვების მიხედვით, Apple-ისა და Samsung Electronics-ის შემდეგ, Xiaomi მსოფლიოში მესამე კომპანია გახდა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, დასავლეთ ევროპაში მობილური ტელეფონების მიწოდება 57%-ით, ხოლო ჩინეთში 52%-ით გაიზარდა. წლიური შემოსავალი კი 20%-ზე მეტითაა გაზრდილი.

Huawei-ის მსგავსად აშშ-მა Xiaomi-ის წინააღმდეგაც სცადა შეზღუდვების დაწესება, რომელიც გულისხმობდა ამერიკელი ინვესტორების მიერ Xiaomi-დან ინვესტიციების სრულად გამოტანას. მიუხედავად ამისა, Xiaomi-იმ შეძლო სასამართლოს გზით თავიდან აეცილებინა საინვესტიციო აკრძალვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *